ისტლენდზე ალი აინთება?

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტი“ „ლიონისგან“ 23 წლის ალი სისოკოს ყიდულობს. ისტლენდელთა აღმასრულებელი შეფი გერი კუკი და მისი მარჯვენა ხელი ბრაიან მერვუდი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში გაფრინდნენ, რათა ლიონელებს მოლაპარაკებოდნენ.

ინგლისურ პრესაში ორი თვის წინ იწერებოდა, რომ „სიტის“ მარცხენა მცველი სჭირდება, ფრანგულ გუნდს კი თავისი სატრანსფერო გეგმები აქვს და ამ გეგმების განსახორციელებლად თანხა უნდა იშოვოს. სისოკოს გაყიდვა „ლიონს“ დაახლოებით 20 მილიონ ფუნტს ანუ 22,5 მილიონ ფუნტს მოუტანს.

სისოკოს საფრანგეთში ყველაზე სწრაფი და მძლავრი განაპირა მცველის სახელი აქვს. ამ მხრივ ის ძალიან ჰგავს „სიტის“
მიკა რიჩარდსს. „ლიონს“ სისოკო, ორი წლის წინ, დაახლოებით 13,5 მილიონი ევრო დაუჯდა - მანამდე ფრანგი „პორტოში“ თამაშობდა. კიდევ უფრო ადრე, სენეგალური წარმოშობის ვარსკვლავი „მილანმა“ დაიწუნა - იტალიელმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მას, შესაძლოა, ზურგის პრობლემები გასჩენოდა. ინგლისურ საზოგადოებაზე კი სისოკომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება 2009 წელს, მანჩესტერის „ოლდ ტრეფორდზე“ მოახდინა, როდესაც „პორტოსა“ და „იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგის ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფრანგის გარდა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი 26 წლის ევერტონელი ლეიტონ ბეინესის ვარიანტსაც განიხილავს. ეს ორი ფეხბურთელი ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ისტლენდელთა იტალიელი მწვრთნელის მიზანიც ეს არის: მანჩინის სურს, თითოეულ პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის მქონე ვარსკვლავი ჰყავდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული