დაუნინგის საქმე

AutoSharing Option
26 წლის მარცხენა გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი შესაძლოა „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში „ასტონ ვილამ“ მას წასვლის უფლება მისცა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მის სანაცვლოდ მყიდველი მხარე 19 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

„ვილას“ ახალ მწვრთნელ ალექს მაკლიშს დაუნინგის გაშვება არ სურს, მაგრამ ვინაიდან ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, უჯობს ფული მაინც იშოვოს. ერთი სიტყვით, მაკლიში დაუნინგის მერსისაიდზე გაშვებას არ ეწინააღმდეგება და არც იმას მალავს, რომ მისი გაყიდვით მიღებული ფულით „უიგანისგან“ 25 წლის ფრანგ გარემარბ შარლ ნ’ზოგბიას იყიდის.

როგორც შეატყვეთ, დაუნინგის ტრანსფერს
წინ ერთადერთი რამ შეიძლება აღუდგეს - ფული. „ლივერპული“, რასაკვირველია, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს და „სენტ ეტიენის“ 24 წლის მოთამაშე დიმიტრი პაიეს გადაბირებაზე ფიქრობს.

ამასობაში, „ასტონ ვილას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, 29 წლის ესპანელი კარლოს კუელარია გაქცევაზე. მისი ყიდვა შოტლანდიის ჩემპიონ „გლაზგო რეინჯერსს“ სურს. და ვისი ყიდვა უნდა თავის მხრივ მაკლიშს? მას ბელგიური „ჟერმინალის“ 19 წლის ნახევარმცველის, კენიელი ვიქტორ ვანიამას ყიდვა უნდა. „ვილა“ „ჟერმინალს“ 1 მილიონ ფუნტს ანუ 1,11 მილიონ ევროს სთავაზობს და ცდილობს ვუნდერკინდი „სუონსისა“ და „სელტიკს“ ცხვირწინ აწაპნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული