"დიდი სემის" დიდი ამოცანა

AutoSharing Option
პრემიერლიგიდან ჩემპიონშიპში გავარდნილი „ვესტ ჰემის“ ახალი მწვრთნელი სემ ელერდაისი „ჩაქუჩების“ კაპიტნად 28 წლის ნახევარმცველ კევინ ნოლანს დაასახელებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის კაპიტანი და ვარსკვლავი, 30 წლის სკოტ პარკერი სხვა გუნდში გადავა.

„დიდი სემი“ „აპტონ პარკზე“ ახალი მწვრთნელის რანგში ოთხშაბათს წარადგინეს და მან თქვა, რომ პარკერის შენარჩუნების იმედი აქვს.

„ვესტ ჰემის“ მეპატრონეებმა, დევიდ გოლდმა და დევიდ სალივანმა გადაწყვიტეს ელერდაისისთვის მხარდაჭერა ეჩვენებინათ და 4 მილიონ ფუნტად ნოლანი უყიდეს. „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი ლონდონში, კვირაში 55 ათას ფუნტს მიიღებს.

„მე კევინს დიდებულ
ფეხბურთელად და მოედაზე თუ მის გარეთ ნამდვილ ლიდერად მივიჩნევ, - თქვა ელერდაისმა. - და თუ პარკერი გუნდიდან წავა, ვფიქრობ კაპიტნის სამკლავურს სწორედ მას ვანდობ. ვფიქრობ, როდესაც ჯოი ბარტონი ტელევიზორში ემოციას ვერ მალავს და ლამის ტირის, ნოლანი „ნიუკასლიდან“ წავიდაო, ყველაფერი ნათქვამია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული