ეს მოედნები ძალიან განსხვავდება იმისგან, რომლებზეც გარეთ საუთგეიტმა პროფესიონალის კარიერა გაატარა, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს ფესვები სწორედ აქ აქვს გადგმული და ყოფილმა ვარსკვლავმა ეს ძალიან კარგად იცის. ოღონდ, სოფელ-სოფელ წანწალმა მას კიდევ ერთი რამ
საუთგეიტი უყურებს, როგორც თამაშობენ ინგლისელი ბავშვები თერთმეტი თერთმეტზე, როგორ იქცევიან მოედნის კიდესთან ჩამწკრივებული მათი მშობლები და შეძრწუნებულია. მშობლები... იმ 60 წუთის განმავლობაში, მათი შვილების თამაშები რომ გრძელდება, თავი ეტყობა ალექს ფერგიუსონად წარმოუდგენიათ, ისე ყვირიან. ამ საგიჟეთს დროზე სჭირდება შეჩერება.
საუთგეიტი დარწმუნებულია, რომ 13 წლამდე ბავშვები პატარა მოედნებზე, უნდა ათამაშო. იყვნენ თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ, მაგრამ დიდი მოედანი საჭირო არ არის. ეს უფრო სწორი იქნება, ვიდრე ცხრა ცხრის და შვიდი შვიდის წინააღმდეგ თამაში. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დღეს 40 წლის ვეტერანი ამბობს:
„ყველა, მათ შორის მშობლებიც უნდა მიხვდნენ რისთვის არის ეს საჭირო. აბა გაიხსენეთ, რამდენჯერ გინახავთ ასეთი სცენა: პატარა ჯონი ბურთს იღებს, მეტოქის მოსატყუებლად ჯიქურ მიიწევს, მაგრამ ბურთს კარგავს და მისი გუნდი გოლს უშვებს. ანდა, ის პასის გადაწოდებას ცდილობს, მაგრამ მას მოწინააღმდეგე ჭრის და გოლი გააქვს. რა ხდება ამ დროს მოედანზე? თანაგუნდელები ჯონის შუა თითს აჩვენებენ, მშობლები კი მოედნის კიდიდან ღრიალებენ, ლამის გაგიჟდნენ. და რას აკეთებს ამის შემდეგ შერცხვენილი და შეშინებული ბავშვი? როგორც კი ბურთს იღებს, ამოჰკრავს და თავისგან შორს აგდებს. ამის გამო მას ტაშს უკრავენ. საშინელებაა, ხომ მართალია?
ამ წუთას ჩვენ ერთი ხანგრძლივი სეზონი გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ ის აუცილებლად უნდა დავყოთ სამ ნაწილად. ჯერ უნდა ჩავატაროთ ამხანაგური შეხვედრები, შემდეგ, რეგულარული ჩემპიონატი და მესამე ფაზაში, პლეი-ოფის სისტემით ძლიერებს სუსტები კი არ უნდა ვაჩაგვრინოთ, გუნდები ძალის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ და რაც შეიძლება ბევრჯერ შევახვედროთ ერთმანეთს. ასეთ პრინციპზე გადასვლა ძნელი იქნება იმ გუნდებისა და მშობლებისთვის, რომლებიც სულ მოგებებს არიან დაჩვეულნი.
ათი წლის ასაკში ჩვენ ვერ ვამჩნევდით, რომ დიდ მოედანზე, ნამდვილ კარებში თამაში მთლად ნორმალური არ იყო. ახლა, რომ ვუყურებ, ეს აშკარაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გყავთ ერთი სწრაფი, გრძელფეხება ბიჭი, რომელიც თანატოლებზე ადრე გაიზარდა. რასაკვირველია, დიდ მოედანზე ის ყოველთვის გაიმარჯვებს - ბურთს გაიგდებს და გამოედევნება, მოკლენაბიჯიანი მეტოქეები კი ვერაფერს იღონებენ.
ვუყურებ ჩვენს ბავშვთა გუნდებს და ვხედავ, რომ ისინი ერთი და იმავე პრონციპით თამაშობენ, მოსწავლეებს ევალებათ რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ ერთი კარიდან მეორესთან. არადა, მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია, საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, პოლ სქოულზი, რომელიც სულაც არ იყო მაღალი და გრძელფეხება. უბრალოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეყო სიბრძნე და მოთმინება მისი ზრდის დასრულებამდე მოეცადა და მხოლოდ იმიტომ, რომ დაბალი ბავშვი იყო, სწავლება არ შეეწყიტა.
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ინგლისელები „ბარსელონამ“ უნდა დაგვაკომპლექსოს, მაგრამ როდესაც დაბალ ბავშვს ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ მისი დაკარგვა არ შეიძლება, რადგან მისგან შეიძლება დიდი მოთამაშე გამოვიდეს.
მთელი ინგლისი მოვიარე და საკუთარი თვალით ვნახე, რომ ყველაზე მეტ ბავშვს „ბარსელონას“ მაისურა აცვია. დღეს, ეს პატარები და მათი მამიკოები ხედავენ, რომ სხვანაირი ფეხბურთიც არსებობს და მზად არიან მას ეზიარონ. მათ უჩნდებათ კითხვა: კი მაგრამ, ჩვენ რატომ არ ვთამაშობთ ისეთსავე სტილში?
ის, რაც ინგლისურ ფეხბურთში ხდება მხოლოდ ერთი რომელიმე, ვთქვათ ნაკრების მწვრთნელის ბრალი არ არის. მე ნამდვილი ინგლისელი ტალანტი მხოლოდ სამი მინახავს: პოლ გესქოინი, პოლ სქოულზი და უეინ რუნი. არა, ჩვენ საქმე კატასტროფულად ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ სანამ სხვები ვითარდებიან, ერთ ადგილს ვტკეპნით“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"