თუმცა, ის, რომ „შავმა კატებმა“ ჩემპიონშიფის მე-13 გუნდთან თანხა შეათანხმეს, სულაც არ ნიშნავ იმას, რომ სხვა კლუბები აღარ გამოიდებენ თავს. პირიქით, „არსენალის“, „ტოტენჰემის“ და „ლივერპულის“ გააქტიურებას სწორედ ახლა ელოდებიან.
უიკჰემი, თავიდან, „იფსვიჩის“ ბავშვთა აკადემიაში მიიღეს, შემდეგ კი დიდ გუნდშიც მოხვდა - ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. 2009
გასულ სეზონში უიკჰემმა 37 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცის, სტიუარტ პირსის თვალსაწიერში მოხვდა. მან დანიაში ახლახან დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა. „იფსვიჩის“ მწვრთნელი პოლ ჯიუელი ამბობს, რომ მას ყმაწვილკაცის გაყიდვა მაინც და მაინც არ ეჩქარება:
„ჩვენ მოვლენების დაჩქარებას არ ვაპირებთ, რადგან „იფსვიჩისთვის“ უიკჰემის გაყიდვა ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის. მაგრამ, თუ თუ მას წასვლა უნდა და მყიდველი კლუბი ფულსაც კარგად გადაიხდის, წინააღმდეგობას არ გავუწევთ. სხვათაშორის, კონორს ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ სადმე აპირებს წასვლას. მოკლედ, კედელს მიბჯენილები ნამდვილად არ ვართ და მშვიდად ვაკონტროლებთ სიტუაციას“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"