ამბობენ, რომ ეს გახლავთ ორი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგი. თითქოსდა, თავიდან ყველაფერი 800 ათასი დოლარის რაღაც გაუგებარ ანგარიშზე გამოჩენით დაიწყო და მერე მიჰყვა და მიჰყვა. პოლიციელებმა „ბირმინგემ სიტის“ მეპატრონის ბინაც გაჩხრიკეს.
51 წლის იუნგმა „ბირმინგემ სიტიში“ დევიდ გოლდსა და დევიდ სალივანს 81,61 მილიონი ფუნტი გადაუხადა. გოლდის და
ბინის გაჩხრეკის შემდეგ იუნგი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში ორმა პოლიციელმა წაიყვანა, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. 15 წუთში განყოფილებაში მივიდა მისი ადვოკატიც, რის შემდეგაც „ბირმინგემის“ პატრონი ჰონკონგის პოლიციის მთავარ შენობაში გადაიყვანეს.
„შეუნგ ვანი“ გახლავთ „ბირმინგემ ინტერნეშენალ ჰოლდინგის“ „მშობელი“ კომპანია, რომლის ოფისში კიდევ უფრო მეტი პოლიციელი და შემმოწმებელი მივიდა. ადგილობრივი გაზეთები წერენ, რომ ძალოვნებმა ოფისი აურაცხელი დოკუმენტებით დატვირთულებმა დატოვეს. „ლურჯების“ აღმასრულებელი თავმჯდომარე პიტერ პენუ კი ინგლისური საზოგადოების დამშვიდებას ცდილობს. ის ამბობს, რომ ჰონკონგში დატრიალებულ ამბებს მათ კლუბთან არანაირი შეხება არ აქვს. თავმჯდომარემ თქვა:
„ახლახან ველაპარაკე ჩვენი პატრონი ორგანიზაციის ვექილებს ჰონკონგში. მათ მითხრეს, რომ საქმე, რომლის გამოც კერსონი დაიჭირეს „ბირმინგემ ინტერნეშენალ ჰოლდინგთან“ და მითუმეტეს „ბირმინგემ სიტისთან“ არაფერს შუაშია“.
ჟურნალისტებმა აზრის გაზიარება სთხოვეს „ბირმინგემ სიტის“ ყოფილ ვარსკვლავს, 57 წლის კენი ბერნსს, რომელსაც თავის დროზე „ლურჯი“ მაისურით 170 თამაში აქვს ჩატარებული. მან თქვა:
„ახლა მარჩიელობაღა დაგვრჩა. უნდა ვიფიქროთ, ნეტავ რა მოხდება ჩვენი გუნდის თავს მომავალში. მართალი გითხრათ, ბოლო დროს „სიტიში“ იმდენი უცნაური რამ მოხდა, რომ სახტად ვიყავი დარჩენილი. თუნდაც ალექს მაკლიშის საოცარი გაქცევა რად ღირს. ვფიქრობ, არც ის იქნება გამორიცხული, რომ „ბირმინგემ სიტი“ გასაყიდი გახდეს. რამდენ ხანს გაძლებს კლუბი იმ შემთხვევაში თუ ინვესტიციები შეჩერდება? მეგონა ფინანსების ამბავი ახალ მწვრთნელ კრის ჰაფტონს მაინც ეცოდინებოდა, მაგრამ, ის, ახლა, ჩვენზე დაბნეული იქნება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"