როსის ამბავი

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ მზად არის ხელახლა წამოიწყოს მოლაპარაკებები ესპანურ „ვილიარეალთან“ - „დეზებს“ 24 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის ყიდვა უნდათ.

ლონდონის კლუბმა ეს მას მერე გადაწყვიტა, რაც როსის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ ფეხბურთელის მცდელობა „ბარსელონაში“ გადასულიყო, უშედეგოდ დამთავრდა.

ამის მიუხედავად „ტოტენჰემს“ კონკურენცია ელის. როსის შეძენა უნდათ „ატლეტიკოს“, „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ჩელსის“. „ატლეტიკოს“, მოგეხსენებათ, სერხიო აგუერო სტოვებს და მადრიდელებს როსი მის შემცვლელად წარმოუდგენიათ.

რატომ ჩაიშალა „ბარსელონასა“ და როსის მოლაპარაკებები? რასაკვირველია, სესკ ფაბრეგასის და ჩილელი ალექსის სანჩესის გამო. ესპანეთის ჩემპიონს ფული უპირველეს
ყოვლისა ამ ორისთვის ემეტება.

„ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა, ეს უკვე ნაღდია - თქვა პასტორელომ - ახლა როსის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. რასაკვირველია, არც „ვილიარეალში“ დარჩენა უნდა გამოვრიცხოთ. რა ღირს? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და შესაბამისად ეღირება კიდეც“.

მას-მედიაში კი წერენ, რომ ჯუზეპე როსის ფასი დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი ანუ თითქმის 39 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული