გეხსომებათ, ეს ამბავი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფრო სწორედ კი მის ბოლო დღეს მოხდა. „ლივერპულმა“ „ჩელსის“ ესპანელი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი მიჰყიდა და შემცვლელად სუარესი იგულა. ურუგვაელში მერსისაიდელებმა ამსტერდამის „აიაქსს“ 22,8 მილიონი ფუნტი ანუ 25,2 მილიონი ევრო გადაუხადეს და მართალია „ნიუკასლ იუნაიტედიდან“ ენდი ქეროლიც დაიმატეს (ამდენად, ტორესის საქმე მარტო მას არ დააწვებოდა
„იცით, ასეთ დროს რამდენი ადამიანი გიყურებს? თან, როდესაც იცი, რომ შენში ბევრი მილიონია გადახდილი, პასუხისმგებლობა გთრგუნავს, მაგრამ მე შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და რაც შეიძლება მშვიდად მეცხოვრა. გადავწყვიტე არ მეფიქრა ხალხზე, რომელიც მიყურებდა“.
და სუარესს გაუმართლა. მან „ენფილდ როუდის“ გული მოიგო - პრემიერლიგის 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. საინტერესო კი რა არის, იცით? ის, რომ ურუგვაელი ტორესს ემადლიერება. ის ამბობს, რომ 50 მილიონ ფუნტად გაყიდულმა ესპანელმა „ჩელსიში“ გადასვლის წინ მას ფასდაუდებელი რჩევები მისცა.
„ფერნანდომ მირჩია არაფერი შემეცვალა, როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობდი ზუსტად ისეთის თამაში გამეგრძელებინა. კიდევ, მან მითხრა „ლივერპული“ დიდი კლუბია და აქ, როგორც მოთამაშე, ძალიან გაიზრდები, ჩამოდი და ყველაფერში დაუჯერეო. დრო რომ გავიდა დავინახე, რომ ყველაფერი, რაც ტორესმა მირჩია სრული სიმართლე იყო“.
„დონ ბალონთან“ ინტერვიუში სუარესმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილზეც ილაპარაკა. არ არის გამორიცხული მომავალში ის მართლაც გადავიდეს კატალონიაში, რადგან მისი აგენტი, პერე გვარდიოლა „ბარსას“ მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ძმაა.
„ბარსელონაში გადასვლის სურვილი პერეს გაცნობამდეც მქონდა. რასაკვირველია, ის, რომ პერე „ბარსას“ მწვრთნელის ძმაა, ესპანეთის ჩემპიონთან მის კავშირებს ადასტურებს, მაგრამ ტრანსფერები ასე იოლად არ ხორციელდება. აქ, დიდი და პირად-ოჯახური ურთიერთობებისგან ძალიან განსხვავებული სამუშაოა ჩასატარებელი. თუ პეპ გვარდიოლას „ბარსელონაში“ ჩემი დამატება მოუნდება, ის ამას ყველა ვარიანტში გააკეთებს, მიუხედავად იმისა ვინ არის ჩემი აგენტი“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"