"ასტონ ვილა": დაუნინგი იტყვის

AutoSharing Option
ამ კვირაში „ასტონ ვილას“ 26 წლის მარცხენა გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი ახალ მწვრთნელ ალექს მაკლიშს ეტყვის, რომ გუნდიდან წასვლა უნდა.

დაუნინგი ბირმინგემულ კლუბში თავს მოუსვენრად გრძნობს, რადგან „ლივერპულმა“ მაცდური წინადადებით მიმართა — მერსისპირელები მზად არიან მის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. მაკლიშს, თავის მხრივ, დაუნინგის დატოვება სურს, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად „ვილა პარკზე“ კიდევ ორი წელიწადი ეკუთვნის ყოფნა, უარზეა.

ტაბლოიდებს გარემარბის ახლო მეგობარმა უთხრა: „სტიუმ „ლივერპულში“ გადასვლა მტკიცედ გადაწყვიტა და იმედოვნებს, რომ „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელები ხელოვნურ დაბრკოლებებს არ მოუწყობენ“.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული