დაუნინგი ბირმინგემულ კლუბში თავს მოუსვენრად გრძნობს, რადგან „ლივერპულმა“ მაცდური წინადადებით მიმართა — მერსისპირელები მზად არიან მის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. მაკლიშს, თავის მხრივ, დაუნინგის დატოვება სურს, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად „ვილა პარკზე“ კიდევ ორი წელიწადი ეკუთვნის ყოფნა, უარზეა.
ტაბლოიდებს გარემარბის ახლო მეგობარმა უთხრა: „სტიუმ „ლივერპულში“ გადასვლა მტკიცედ გადაწყვიტა და იმედოვნებს, რომ „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელები ხელოვნურ დაბრკოლებებს არ მოუწყობენ“.
ყოველდღიური