სონგს ციხე ემუქრება

AutoSharing Option
„არსენალის“ 23 წლის ნახევარმცველ ალექს სონგს კამერუნში, ერთ-ერთ ბარში, სტუდენტის ცემაში ედება ბრალი. ამბობენ, თითქოს, მშობლიურ ქალაქ დუალაში, შვებულებაში ყოფნის დროს, სონგმა ვიღაც ყმაწვილკაცი დაუნდობლად გალახა.

საინტერესოა, რომ სონგი ამ ჩხუბის გამო არც დაუკავებიათ და არც 18 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო პროცესზე ავალდებულებენ დასწრებას, მაგრამ თუ დადგინდება, რომ დამნაშავე იყო, ორ წელიწადს მიუსჯიან.

საკუთრივ ფეხბურთელი, ცხადია, ამბობს, რომ სტუდენტ ლუდოვიკ აქილ მოუაჰას არც კი შეხებია, თუმცა დაზარალებულის წინასწარი ჩვენება ასეთია:

„ბარში მეგობარ გოგონასთან ერთად ვიყავი. ის საპირფარეშოში გავიდა, მაგრამ, როდესაც 15
წუთის მერეც არ გამოჩნდა, შევშფოთდი, რამე ხომ არ ხდება, მეთქი. საპირფარეშოსთან რომ მივედი, გზა ორმა პირადმა მცველმა გადამიღობა. მათ მითხრეს, რომ შიგ ალექს სონგი იყო და მე ვერ შევიდოდი. შემდეგ სონგი საპირფარეშოდან გამოვიდა. ის აშკარად გაბრაზებული იყო. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მე საავადმყოფოში გავხდი წასაყვანი“.

სონგის წარმომადგენელმა კი სამართალდამცავებს ასეთი ვერსია შესთავაზა:

„სონგს ფანები გამუდმებით სთხოვენ ავტოგრაფს. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა ქალია. ჩვენი საქმის მოსარჩლემ ჩხუბი გამოიწვია, რაზეც ალექსის დაცვამ რეაგირება მოახდინა. პირადად ალექსს მისთვის თითიც არ დაუკარებია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული