ინგლისელებიც ჯამბაზობენ?

AutoSharing Option
რაც ეს ზაფხული დაიწყო, „ევერტონი“ სატრანსფერო ბაზარზე არ ჩანს. სამაგიეროდ, ლივერპულის გუნდს მეკარისთვის ახალი ფორმა შეუკერია და თან ისეთი, ეტყობა ტიმ ჰოვარდს ჯარში უშვებს - ასეთი შეფერილობის მაისურით ჰოვარდი გარემოს იოლად შეერწყმება და მტერი ბალახ-ბულახისგან ვეღარ გამოარჩევს.

სავარაუდოდ ბალახთან უპირებენ შერწყმას ინგლისის ნაკრების მეკარე ჯო ჰარტსაც, ოღონდ, მას ან ადრე გაზაფხულზე დაავალებენ რაღაცას, ან სხვა გეოგრაფიულ სარტყელში გადატყორცნიან - ნაკრების გოლკიპერის მაისურის ფერები უფრო ნათელია.

ინგლისელი ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ მართალია, „ევერტონი“, ჩვეულებრივ, ჩემპიონატს მძიმედ იწყებს, მაგრამ ჰოვარდს კრიტიკა და საყვედური
ვერ შეხვდება, რადგან მას მოედნისგანაც ვერ გამოარჩევენ.

შეცვალეს ინგლისის ნაკრების სტუმრად ჩასაცმელი ფორმაც. ხომ გახსოვთ, რა ბრდღვიალა წითელი მაისურები ეცვათ ინგლისელებს როდესაც ისინი გასვლაზე თამაშობდნენ? ამიერიდან ტრადიციულ წითელს, ლურჯი ფორმა შეცვლის. მას-მედია ამითაც უკმაყოფილოა. საქმე ის გახლავთ, რომ წითელი ფორმა ჯერ კიდევ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონ თაობას ეცვა და ტრადიციის დარღვევა შესაძლოა არც ფანებს ესიამოვნობთ. ყოველ შემთხვევაში, „დეილი მეილის“ მიერ მოწყობილ გამოკითხვაში, გულშემატკივართა 72-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ახალ, ლურჯ მაისურას ტრიბუნაზე ჩასაცმელად არ იყიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული