არ დაიდარდო, არსენ

AutoSharing Option
გადასარევი საქმეა პაპარაცობა: ჩაუსაფრდები ცნობილ ადამიანს, ფოტოს გადაუღებ და გვარიან ჰონორარსაც მიიღებ. აი, იმ ფოტოს მერე რა კუდს მოაბამენ, უკვე სხვა საქმეა.

ასე მაგალითად, თუ „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს შვებულების დღეებში სადმე კორსიკასთან ჩაუსაფრდები და ზღვაზე ნებივრობის დროს გადაუღებ, „მეთოფეებს“ კი, ამ დროს, ექვსი წელიწადია ჯილდო არ მოუგიათ და ფეხბურთელები სხვა გუნდებში გაურბიან, ადვილი წარმოსადგენია, შენს ფოტოებს გაზეთები როგორ მინაწერებს გაუკეთებენ.

სწორედ ასეთი სურათები გამოგვაქვს თქვენს სამსჯავროზე. 61 წლის ვენგერი იახტაზეა, რომელიც, სავარაუდოდ, „არსენალის“ ერთ-ერთ მეპატრონეს ეკუთვნის და რომელსაც ამ
სიტუაციისთვის საკმაოდ ირონიული სახელწოდება აქვს: „არ დაიდარდო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული