გეხსომებათ, რომ დალგლიში ადამის ყიდვას ექვსი თვეა ცდილობს. მხარეებს შორის თავიდან თითქოს პრინციპული წინააღმდეგობა იყო - „ბლექპულის“ თავკაცი იან ჰოლოუეი გაჯიქდა და იძახდა, რომ ადამი თავისთვის უნდოდა. შემდეგ, „ბლექპული“ პრემიერლიგიდან გავარდა და სიჯიუტესაც ბოლო მოეღო, მაგრამ მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებოდნენ.
ახლა გადაწყდა, რომ მერსისპირელები ზღვისპირელებს 7,5 მილიონ ფუნტს ახლავე გადაუხდიან, მილიონნახევარს კი იმის მიხედვით
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ოფისში და სამედიცინო ცენტრში ადამი პირადად დალგლიშმა მიიყვანა - არც მძღოლი გაუგზავნა და არც ხელქვეითები. ახლა, „ლივერპული“ სტიუარტ დაუნინგის საქმეს მიხედავს. „ასტონ ვილას“ 26 წლის მარცხენა გარემარბს ძალიან უნდა „ენფილდ როუდზე“ გადაბარგება, მაგრამ ბირმინგემის კლუბს შეთავაზებული 15 მილიონი ეცოტავება. ეტყობა, მერსისაიდელებს ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ.
და კიდევ ორი ცნობა მერსისაიდიდან: დღეს-ხვალ ლივერპულში „რომას“ მეკარე, 31 წლის ბრაზილიელი დონი ჩავა. ის მზად არის „წითლების“ მთავარი გოლკიპერის, 28 წლის პეპე რეინას თადარიგში დაჯდეს. რაც შეეხება ინგლისის ნაკრების 26 წლის მარჯვენა მცველ გლენ ჯონსონს, მან „ლივერპულთან“ 2015 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"