„ახალი პოლ სქოულზი არ არსებობს, როგორც არ არსებობს ახალი როი კინი, მაგრამ უესლი სნეიდერზე უკეთესს ნამდვილად ვერავის ვიყიდით. მე „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმდენი ხანია ვმუშაობ, რომ გუნდის სტრუქტურასა და მოთხოვნილებებს კარგად გავეცანი. გარწმუნებთ, „იუნაიტედს“ შემადგენლობის გადახალისება სჭირდება და თუ გუნდის საჭიროებასა და შეგულებული ფეხბურთელების თვისებებს გავაანალიზებთ, ყველას სნეიდერის ყიდვა
ვესლი სნეიდერსა და „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ. ამბობენ იმასაც, რომ „ინტერს“ ძალიან მოსწონს თანხა, რომელზეც, თითქოსდა, არის ლაპარაკი — 35 მილიონი ფუნტი ანუ 39 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ვარსკვლავი „სან სიროზე“ 2009 წელს „რეალიდან“ გადავიდა და ორი სეზონის წინ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ეგრეთწოდებული „ტრებლიც“ მოიგო — იტალიის ჩემპიონის გახდა, თასსაც დაეუფლა და ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.
მიულენსტინი თავადაც ჰოლანდიელი გახლავთ. ის 47 წლისაა, „იუნაიტედში“ სულ პირველად 2001 წელს მივიდა და ყმაწვილთა გუნდს ჩაუდგა სათავეში. 2005-06 წლებში მან მანჩესტერელთა რეზერვისტები გაწვრთნა, თუმცა, შემდეგ დანიაში წავიდა და „ბრონგბიუს“ უხელმძღვანელა. 2007 წლიდან ის კვლავ „ოლდ ტრეფორდზე“ მუშაობს — როგორც მოგახსენეთ, ამჯერად, უკვე პირველი გუნდი აბარია. მან დასძინა:
„სნეიდერი დიდი მორბენალი არ გახლავთ, მაგრამ ბურთს ორივე ფეხით იმორჩილებს და არტყამს. მას თამაშის გაძღოლა და ბურთის ნებისმიერ წერტილში გადაგზავნა შეუძლია. ვფიქრობ, ის დიდებულად შეავსებს ანსამბლს, რომელშიც შედიან ერნანდესი, რუნი, პარკი, იანგი, ვალენსია, ნანი და გიგზი. სხვა საქმეა, რომ დღეს ვერ გეტყვით, გამოუშვებს თუ არა მას „ინტერი“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"