კარლტონის ფასი

AutoSharing Option
„სტოკ სიტიმ“ გადაწყვიტა „ვესტ ჰემს“ 27 წლის თავდამსხმელ კარლტონ კოულში 6 მილიონი ფუტი გადაუხადოს. ეს თანხა პირველ შეთავაზებაზე 3 მილიონი ფუნტით მეტია.

რატომ გაზარდეს სტოკელებმა თანხა? საქმე ის გახლავთ, რომ კოულის ყიდვა პრემიერლიგაში აღზევებულ „ქუინზ პარკ რეინჯერსსაც“ უნდა, ის კი ლონდონის გუნდია - იმავე რაიონიდან გახლავთ, საიდანაც „ჩელსი“ და „ფულჰემი“ - და კროიდონელ (ლონდონს მიბმული ქალაქია) კოულს ფაქტობრივად სახლში დარჩენას სთავაზობს.

როგორც მოგახსენეთ, „სტოკის“ პირველი შეთავაზება 3 მილიონის ტოლფასი იყო, მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ გახლდათ საქმე. მთელი რიგი მომენტების
გათვალისწინებით ეს 3 მილიონი თანდათანობით 8 მილიონად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ, „ჩაქუჩებმა“ 6 და ნაღდი ამჯობინეს. „სტოკ სიტის“ თავკაც ტონი პულისს „ბირმინგემისგან“ მცველის, სკოტ დანისა და ფორვარდ კამერონ ჯერომის გადაბირებაც უნდა, თუმცა ბირმინგემელებს ჯერჯერობით თანხაზე ვერ უთანხმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული