დიახ, რაგინდ გასაოცარი იყოს, მაშინ, როდესაც სხვა ფეხბურთელები პლაჟზე მზეს ეფიცხებოდნენ, ადამი ქვესაშუალოწონოსან მოკრივესთან სხეულს იკაჟებდა, ამ კვირაში კი „ენფილდ როუდზე“ გადაბარგდა და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - სქოთი კვირაში 50 ათას ფუნტს მიიღებს. ადამზე პრესა წერს, რომ ის „ბლექპულის“ პატარა
ადამი ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ იმ მოედანზე უნდა გავიდე, რომელზეც დიდი სახელის მქონე მოთამაშეები გადიოდნენ და დღესაც გადიან. „ლივერპული“ სავსეა უმაღლესი დონის ფეხბურთელებით, რომელთაგანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლო. იმედი მაქვს, რომ „ლივერპულში“ როგორც პროფესიონალი გავიზრდები და თავადაც შევმატებ გუნდს რამეს“.
ზღვისპირელთა გმირს მერსისაიდზე თანამემამულე მწვრთნელთან, ლეგენდარულ კენი დალგლიშთან მუშაობაც ხიბლავს. ის ამბობს:
„მე გადავედი უდიდეს კლუბში, რომელსაც, გარდა იმისა, რომ უდიდესი ფეხბურთელები ჰყავს, უდიდესი მწვრთნელი უდგას სათავეში. ხომ ნახეთ, რაც გუნდში დალგლიში მივიდა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. კენის მოთამაშეები და ზოგადად, ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე ადამიანები უდიდეს პატივს სცემენ. მე ძალიან ვამაყობ, „ლივერპულში“ მან რომ მიმიწვია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ჩემს კარიერასა და მერსისაიდელთა ისტორიაში წარმატებების პერიოდი იწყება“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონობა აგერ უკვე ოც წელიწადზე მეტია, არ მოუგია. გარდა ამისა, უკვე ხუთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც „წითლებმა“ ბოლო ჯილდო მოიპოვეს. ადამი იმედივნებს, რომ „ბლექპულთან“ ერთად პრემიერლიგაში დარჩენისთვის უშეღავათო, მაგრამ წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ, ახლა მაინც ეწევა სიხარულს.
„ჯილდოების მოგებას დიდი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშის ლოგიკურ გაგრძელებად აღვიქვამ, - განაგრძო ადამმა, - ტიტულები კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს ყველა ამის მიხედვით გაფასებს. „ლივერპული“ წლების განმავლობაში უდიდეს წარმატებეს აღწევდა და დროა იგივე განმეორდეს“.
ჩარლი ადამის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“ უნდოდა. იანვარში „დეზებმა“ კინაღამ აიხდინეს საწადელი, მაგრამ საქმე ბოლოწამს ჩაიშალა. შოტლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებაზე ფიქრობდა „ასტონ ვილაც“, თუმცა, როგორც ადამი ამბობს, მას მერე, რაც გაირკვა, რომ მისი ყიდვით „ლივერპული“ იყო დაინტერესებული, გულმა „ენფილდისკენ“ გაუწია.
„რაც შევიტყვე, რომ ჩემით „ლივერპული“ დაინტერესდა, ამ კლუბის ვებსაიტიდან არ გამოვსულვარ. შარშან, „ბლექპულის“ შემადგენლობაში „ენფილდზე“ რომ ვითამაშე, ვნახე, როგორი ატმოსფეროა ამ ლეგენდარულ სტადიონზე და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის არის, რაზეც ფეხბურთელლი უნდა ოცნებობდეს. სხვათაშორის, შარშან, აქ, „ლივერპულის“ კარში გოლი გავიტანე. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან „ლივერპულის“ მეტოქეების კარში გავიტან ბევრ გოლს“.
თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ლივერპულის“ ნახევარდაცვაში მოხვედრა იოლი საქმე არ იქნება. დალგლიშს გვარიანი არჩევანი აქვს, რომელთა შორისაა ამ ზაფხულის კიდევ ერთი შენაძენი ჯორდან ჰენდერსონიც. სხვათაშორის, „ენფილდზე“ დაბრუნებას აპირებს 27 წლის იტალიელი ალბერტო აკვილანიც, რომელიც „წითლებს“ „იუვანტუსში“ ჰყავდათ გაქირავებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"