ბრაზილიაში ფეხბურთელების ყიდვისთვის გამოყოფილი დრო იწურება, 9 დღე დარჩა და სან პაულუს გუნდი იმედოვნებს, რომ ამ ვადაში ყველაფერი მოესწრება. გაზეთები წერენ, რომ "კორინთიანსის“ წინადადებამდე ისტლენდელები სწორედ იმაზე მსჯელობდნენ, ტევესი თავიდან მოიშორონ ანუ 50 მილიონზე იაფად გაყიდონ, თუ არ იჩქარონ და შეეცადონ ხეირი ნახონ. ეს, რასაკვირველია, შეიხ მანსურის გადასაწყვეტია.
საინტერესო ფაქტია: სატრანსფერო ბაზარზე "კორინთიანსის“ რეკორდი, ინგლისურ ვალუტაში
"კორინთიანსი“ ახლა აყვავების ხანაშია. კლუბმა ახალი საწვრთნელი ცენტრი ააშენა და 68 ათასიან სტადიონსაც აგებს. ეს სტადიონი 2013 წელს გაიხსნება. წერენ, რომ ცოტა ხანში სან პაულუს კლუბი სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მძლავრი გახდება, ასეთს კი, რასაკვირველია, გუნდიც ძალიან ძლიერი უნდა ჰყავდეს. ამიტომაც არ ინანენებენ ტევესში ფულს.
ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ტევესის მყიდველთათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არგენტინელის ხელფასია, თუმცა ბრაზილიური კლუბი, რომელსაც მარტო ტრანსლაციების გაყიდვით წელიწადში 80 მილიონი დოლარი შემოსდის, სპონსორი Neo Quimica კი 37 მილიონ დოლარამდე იხდის, არგენტინელის მადას რამენაირად დააკმაყოფილებს.
იმის გამეორებას, რომ ტევესს ინგლისის დატოვება უნდა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილს ასახელებს, აქ აღარ შევუდგებით.
"ვფიქრობთ, ჩვენი წინადადება კარლოსს საოცრად გაუხარდება - უთხრა ინგლისურ ტაბლოიდებს მავანმა ბრაზილიურმა წყარომ - ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ორი კლუბია, სადაც ითამაშებდა: "ბოკა ხუნიორსი“ და "კორინთიანსი“. ევროპაში, რისი მოგებაც შეიძლებოდა ტევესმა უკვე მოიგო, ასე რომ დროა სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდეს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"