მოგეხსენებათ, ადებაიორი „სიტის“ ბაზაზე პროტესტის ნიშნად არ დადის. როდესაც შეიტყო, რომ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კალიფორნიაში წასაყვანთა სიაში არ ჩაწერა, შეურაცხყოფილი დარჩა, რადგან ეს მის პირველი გუნდის მიღმა დატოვებას ნიშნავდა. თან, დატოვების შესახებ ტოგოელს ხეირიანად არც შეატყობინეს. მას განა მწვრთნელმა ან რომელიმე პასუხისმგებელმა პირმა დაურეკა, არამედ ადმინისტრატორ ბრაიან მერვუდის
„რა აზრი აქვს ბაზაზე სიარულს თუკი გუნდში არ ვიქნები? ასე, დამოუკიდებლად, ხომ სხვაგანაც ვივარჯიშებ“ - თქვა ტოგოელმა და როგორ ირკვევა, აასრულა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ისტლენდელებმა ორი წლის წინ „არსენალისგან“ 25 მილიონ ფუნტად იყიდეს, ამ ზაფხულში სანკტ პეტერბურგის „ზენიტსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე უარი განაცხადა. მანუს „რეალში“ დარჩენა სურს, სადაც გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გულისთვის არც მადრიდელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო იკლავს თავს.
საინტერესო ფაქტია, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც „სიტიში“ წინა მწვრთნელის, მარკ ჰიუზის ეპოქაში მივიდა და კლუბს დღემდე შემორჩა, 25 კაციან განაცხადს მიღმაა. სხვა სიტყვებით, ისტლენდელები მათთვის გვარიანი ხელფასების გადახდას არ ერიდებიან, მაგრამ არც ათამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"