სერ ბობის ტრადიციები

AutoSharing Option
სერ ბობი ჩარლტონი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის სტადინო „ოლდ ტრეფორდს“ სახელს არასდროს გადაარქმევს, როგორც ეს სპონსორის ფულის გამო ზოგ კლუბს, პირველ რიგში კი მათ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ სჩვევია.

„იუნაიტედისა“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც ინგლისის 19 გზის ჩემპიონის ოფისში ერთ-ერთ დირექტორად მუშაობს, ფიქრობს, რომ ასეთი რამ შესაძლოა დაბალი ლიგების მცირებიუჯეტიანმა წარმომადგენლებმა იკადრონ, მაგრამ თავმოყვარე და მდიდარი კლუბები უფრო მაღლა უნდა დადგნენ.

ასეთი განცხადების საღერღელი სერ ბობის „სიტის“ გასული კვირის ერთმა გა
დაწყვეტილებამ აუშალა. ისტლენდელებმა „არაბ ეარლაინს“ 10 წლით მაისურის სპონსორობისა და სახელს უფლებები მიჰყიდეს. ამაში „სიტიმ“ 400 მილიონი აიღო.

„არა, ასეთი რამ ჩვენ არ დაგვემართება, - თქვა სერ ბობმა. - თუმცა, „სიტი“ რას იზამს ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მათ ჭკუას ვერ ვასწავლით. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: დაბალი ლიგების ღარიბი კლუბებისთვის გზა დამილოცია. მათზე ასეთი სპონსორი ალალია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული