კერძოდ, ლივის 27 წლის მცველისთვის უთქვამს ხელფასის მომატება ხომ არ გინდაო და დაუსახელებია თანხა, რომელიც ფეხბურთელმა დაცინვად მიიღო. „სანს“ „დეზების“ მავანმა თანამშრომელმა უთხრა:
„მაიკლმა თავი დაუფასებლად და დამცირებულად იგრძნო. ლივიმ მას ხელფასის მომატება შესთავაზა და ეს ნამდვილი დაცინვა იყო. დოუსონი დარწმუნებულია, რომ „ტოტენჰემისთვის“ თავი არ დაუზოგავს და
როგორც ჩანს ლივიმ დოუსონს კვირაში 5 ათასის მომატება შესთავაზა. ფეხბურთელი რომც დათანხმებულიყო, მისი ყოველკვირეული ჯამაგირი მაინც 40 ათასზე დაბლა დარჩებოდა, ეს კი პრემიერლიგის მეხუთე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელისთვის აშკარად დაბალი ხელფასია.
შეგახსენებთ, რომ დოუსონის ამბავი „სფურზს“ ლუკა მოდრიჩის პრობლემაზე ახალ პრობლემად დაემატა. 25 წლის ხორვატს „ჩელსიში“ უნდა გადასვლა და ლივის ბრალად ჯენტლმენური სიტყვის დარღვევას სდებს. ის ამბობს, რომ თავმჯდომარეს მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ თუ მისი ყიდბის სურვილს რომელიმე დიდი კლუბი გამოხატავდა, ის არ დააბრკოლებდა. მოგეხსენებათ, „ჩელსი“ მოდრიჩში 27 მილიონ ფუნტს იხდის.
რაც შეეხება დოუსონს, მას „ტოტენჰემის“ მაისურით უკვე 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. მცველი „უაით ჰართ ლეინზე“ 2005 წელს „ნოტინგემ ფორესტიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში დიუსონმა განსაკუთრებით მოუმატა თამაშს. ის ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრებში გამოიძახა და მარტში, უელსის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში უკვე მეოთხე თამაში ჩაატარა. 2010 წლის იანვარში დოუსონმა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"