რა უნდა რუს ესპანეთში?

AutoSharing Option
უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდხანს ითამაშებს და ესპანეთში არ გადავა. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა გულშემატკივრებს „ტვიტერით“ უთხრა:

„არ ვაპირებ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას და „ბარსაში“ ან „რეალში“ გადასვლას. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და დიდხანს ვაპირებ „ოლდ ტრეფორდზე“ დარჩენას“.

საიდან მოვიდა ჭორი, თითქოს რუნი ესპანეთში გადადიოდა? საქმე ის გახლავთ, რომ ვარსკვლავის ბავშვობისდროინდელმა მწვრთნელმა, ტონი ფარელმა, რომელიც მას ფეხბურთის ანა-ბანას „ევერტონის“ აკადემიაში ასწავლიდა, დღეს კი ამერიკაში მუშაობს, თქვა:

„რუნის მწვერვალისთვის ჯერ არ მიუღწევია. ის კიდევ უფრო კარგი თავდამსხმელი
გახდება. ვითომ, მთელ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარებს? ვფიქრობ, არა. მას თავად მოუნდება საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე შემოწმება და „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადავა“.

„იუნაიტედის“ აღმასრულებელი შეფი, დევიდ გილი კი, ამასობაში მილანში იყო და 27 წლის ვესლი სნეიდერის „ინტერიდან“ 35 მილიონ ფუნტად (39,7 მილიონი ევრო) ყიდვის საკითხს აგვარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული