ფულს დახარბებული ვილაშ-ბოაში

AutoSharing Option
ანდრე ვილაშ-ბოაშს ბრალი დასდეს, რომ ის „პორტოდან“ „ჩელსიში“ მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. პორტუგალიური კლუბის განრისხებულმა პრეზიდენტმა კიდევ განაცხადა, რომ მის ყოფილ მწვრთნელს არც ვაჟკაცობა ჰყოფნიდა და ჟოზე მოურინიოს ჩრდილში ყოფნის კომლექსითაც გახლდათ შეპყრობილი.

კაცზე, რომელმაც გასულ სეზონში ევროლიგის, პორტუგალიის ჩემპიონისა თასის მფლობელის ტიტულები მოუტანა, ჟორჟე ნუნო პინტო და სოუზამ ასე ილაპარაკა:

„ვილაშ-ბოაშს ფუნტები ბლომად აქვს, მაგრამ ვაჟკაცობა აკლია. მას მოურინიოს აჩრდილის ეშინია. ის დაკომპლექსებულია, „პორტოში“ ყოფნის დროს სულ ჟოზეს ჩრდილში გრძნობდა თავს. როდესაც ევროპის დიდ კლუბებზე ფიქრობ, „ჩელსი“
ნამდვილად არ გახსენდება, გონებაში „რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოდის. ამიტომაც, ვილაშ-ბოაში „ჩელსიში“ იმიტომ კი არ გადავიდა, რომ დიდ კლუბში უნდოდა მუშაობა, არამედ იმიტომ, რომ იქ ფული შესთავაზეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული