მოდრიჩის დამღლელი ამბავი

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ 13 აგვისტოს, როდესაც ახალი სეზონი დაიწყება, 25 წლის ხორვატი, ლუკა მოდრიჩი კვლავ მისი გუნდის ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩს „ჩელსიში“ უნდა გადასვლა. დასავლეთლონდონელები ჩრდილოელ თანაქალაქელებს მის ნაცვლად 27 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 150 ათასი ფუნტის დანიშვნას ჰპირდებიან. მოდრიჩმა „სფურზს“ გათავისუფლება მოსთხოვა — თავიდან სიტყვით, შემდეგ კი ოფიციალური განცხადებაც დაწერა. თუმცა, რედნაპი, რომელიც თავის გუნდს სამხრეთ აფრიკულ შეკრებაზე კვირას შეუერთდება, ამბობს:

„მჯერა, რომ ლუკა სეზონის დასაწყისში ისევ ჩვენს გუნდში იქნება. თავმჯდომარე
დენიელ ლივიმ გასაგებად თქვა, რომ მის გაყიდვას არანაირ ფასად არ აპირებს. ამასთან, ლუკა დიდებული ადამიანია. ის ძალიან კეთილი პიროვნებაა და ცხადია, პრობლემებს არავის შეუქმნის.

მეორე მხრივ, მოდრიჩი გრძნობს, რომ მას აქვს შანსი ითამაშოს გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. თან, ეს გუნდი დიდძალ ფულსაც ჰპირდება. არადა, მე ახალი „სფურზის“ აშენებას მის გარშემო ვაპირებ“.

ამასობაში, „ტოტენჰემის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი სანდრო ოპერაციას იკეთებს. 22 წლის ნახევარმცველი მოედანზე სექტემბერში დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული