თუმცა, დავუბრუნდეთ „ჩელსისა“ და პარკერს. დასავლეთლონდონელები კვირას მალაიზიას მიეშურებიან. ახალ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს სურს, ნახევარმცველი აეროპორტში გამგზავრებამდე უკვე მათი მოთამაშე
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიპში გავარდნილი „ვესტ ჰემის“ ვარსკვლავი გუნდთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარი ბედ-იღბლის რაც შეიძლება მალე გასარკვევად ამ დღეებში ინგლისში დაბრუნდა. ცნობისათვის: საფეხბურთო ჟურნალისტთა გამოკითხვის მიხედვით გასული სეზონის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი სწორედ პარკერი გახდა.
მისი ტრანსფერის საქმე ასე იყო: პარკერს, რასაკვირველია, იმთავითვე „ჩელსიში“ გადასვლა ერჩივნა, მაგრამ დასავლეთლონდონელებს ამ ფეხბურთელის იჯარისთვის 4,5 მილიონი არ ემეტებოდათ და არც კვირაში 65 ათასის ხელფასად გადახდა სურდათ. სამაგიეროდ, „ვილას“ გაუჩნდა ფული - დაუნინგისა და იანგის გაყიდვით შემოსული თანხა აქვს დასახარჯი. დიდი ეკი „ჩელსის“ ჯიბეზე ხელის გაკვრაში, რასაკვირველია, ვერ შეეჯიბრება, მაგრამ მზადაა მისთვის სასურველ ფეხბურთელებში სატრანსფერო თანხაც გადაიხადოს და არც ხელფასზე დაიხიოს უკან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"