"სიტიში" ერთმანეთს ამტვრევენ

AutoSharing Option
„არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასული გაელ კლიში პირველივე ვარჯიშებზე, სახტად დარჩა - ის არ ელოდა, თანაგუნდელები, ერთმანეთის წინააღმდეგ, ასეთ ძალისმიერ ხერხებს თუ მიმართავდნენ.

25 წლის ფრანგზე, რომელიც ლონდონიდან მანჩესტერის ისტლენდზე 7 მილიონ ფუნტად გადავიდა, სან ფრანცისკოში, შეკრების დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მისმა ახალმა თანაგუნდელმა და თანატოლმა ჯეიმს მილნერმა ილაპარაკა.

„გაელი ჩვენთან სულ ახალი მოსულია, მაგრამ რამდენიმე ისეთი ორთაბრძოლა ნახა, რომ გაოცდა. ეს გაოცება იმან გამოიწვია, რომ „არსენალში“, სადაც ის აქამდე გამოდიოდა, ვარჯიშებზე შეტაკებებს ერიდებიან. ჩვენთან სხვანაირად არის, როგორც ვთამაშობთ, ისევე ვვარჯიშობთ. რასაკვირველია,
დამთავრდება თუ არა წვრთნა, ყველანი კვლავ მეგობრები ვხდებით.

ფიზიკური მომზადების ასამაღლებლად, შეკრებაზე უცხოეთში გამგზავრება, რასაკვირველია, ძალიან სასარგებლოა. ტურნე, აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა ახალი ბიჭებისთვის, რომლებსაც გარემოს გაცნობა და მასთან შეგუება სჭირდებათ. ისინი აქ გაცილებით მალე შეიტყობენ, რაც აინტერესებთ „სიტის“ შესახებ, ვიდრე სამშობლოში, ვარჯიშებზე სახლიდან სიარულით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული