„რვა წელიწადი გავატარე „არსენალში“. რასაკვირველია, იქ ყველას და ყველაფერს შეჩვეული გახლდით და ჩემთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება მეტად იოლი საქმე იყო. თან, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „მეთოფეებს“ ყოველთვის ძლიერი გუნდი ეყოლებათ და
კლიშიმ, რომელმაც „მანჩესტერ სიტისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ურთიერთობების შემდგომი გაფუჭებისგან თავი დაიზღვია და თქვა, რომ ის თანამემამულე სპეციალისტის, ვენგერის წინააღმდეგ კი არ გამოდის, არამედ იმ უიღბლობის წინააღმდეგ, ვენგერს ბოლო წლების განმავლობაში რომ დასდევს თან.
„მანჩესტერში იმიტომ გადმოვიდი, რომ ვიგრძენი, „სიტი“ ჩამოყალიბდა კლუბად, რომელიც მზად არის დიდი ჯილდოები მოხვეტოს. გაიხსენეთ, გასული სეზონი. „არსენალში“ ოთხივე ტურნირის მოგებას ვაპირებდით, მაგრამ ბოლოს პრემიერლიგაშიც მეოთხეზე დავრჩით და ვერც სხვა შეჯიბრებაში მივაღწიეთ რამეს. და რა ქნა „სიტიმ“? მესამეზე გავიდა და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიპოვა. ამრიგად, მე შევუერთდი გუნდს, რომელიც იმარჯვებს“.
კლიშის მისი ძველი გამონათქვამები შეახსენეს და არც თავად უარყო, რომ ადრე „სიტი“ მთლიანად აბუ დაბიელი მეპატრონეების ფულზე დამოკიდებული კლუბი ეგონა.
„როდესაც „მანჩესტერ სიტი“ შეიხმა მანსურმა ჩაიბარა, გარშემო დიდი ეჭვი გაჩნდა. ერთ-ერთი სკეპტიკოსთაგანი გახლდით მეც. კრიტიკის დედააზრი ის გახლდათ, რომ ისტლენდზე ყველაფერს ფული განსაზღვრავდა, თუმცა გასულმა სეზონმა აზრი შემაცვლევინა. დავრწმუნდი, რომ „სიტი“ უკვე ფულისგან დამოუკიდებლად არის ის გუნდი, რომელსაც თვალი დიდ შედეგებზე უჭირავს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში კლუბის სიმდიდრეცა და ფეხბურთელების ვარსკვლავობაც უძლურია. ასეთ დროს ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი იმარჯვებს. ვერ წარმოიდგენთ, რა გულსატკენი იყო ის, რაც „არსენალს“ გადადა. პერიოდულად ზღაპრულ ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა მერე დგებოდა დრო, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელები გვიშავდებოდა. საკმარისი იყო სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი გამოგვკლებოდა, რომ ჩვენ თავს ვეღარაფერს ვართმევდით.
სულ ერთი კვირაა, რაც „სიტის“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მიმოვიხედე და დავინახე, რომ ძლიერ გუნდში მოვხვდი. დავინახე, რომ კლუბი სავსეა მაღალი დონის ფეხბურთელებით, რომლებიც თავისუფლად შეცვლიან ერთმანეთს. მწვრთნელს როტაციის პრინციპის გამოყენება შეეძლება. ეს წარმატების საწინდარია“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"