შანსი შონს!

AutoSharing Option
შონ რაიტ ფილიპსს სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მომავალი აქვს. 29 წლის გარემარბს ისტლენდელებთან კონტრაქტის ბოლო წელიწადი დაეწყო და, ბუნებრივია, ყველა ელოდება, რომ „სიტის“ თავკაცები გაყიდიან, თუმცა კაცმა არ იცის, როგორ მოტრიალდება საქმე: მწვრთნელ რობერტო მანჩინის ძალიან მოეწონა ინგლისელი გარემარბის თამაში მექსიკური „კლუბ ამერიკას“ წინააღმდეგ.

„სიტიმ“ რაიან მაკგივერნისა და რაიტ-ფილიპსის გოლებით „ამერიკა“ 2:0 დაამარცხა, იტალიელმა მწვრთნელმა კი თქვა:

„ვნახოთ, რა მოხდება სეზონისწინა შეკრებაზე. ბოლოს და ბოლოს შონს „მანჩესტერ სიტი“ ხომ ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. მეორე მხრივ, ის ჯერ
კიდევ ახალგაზრდაა და არ მინდა სათადარიგოთა სკამზე მეჯდეს. ამიტომაც, ჯერ დავაკვირდები და მერე შევეცდები ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც უპირველეს ყოვლისა მისთვის იქნება სასარგებლო“.

საკუთრივ ფეხბურთელმა კი მოვლენები ასე შეაფასა: „ბევრს ვმუშაობ. „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა არ მინდა. მწვრთნელსაც ვუთხარი, რომ ჩემთვის იდეალური აქ დარჩენა და თამაში იქნებოდა. ყველამ იცის, რომ „სიტი“ ჩემთვის უბრალოდ გუნდი არ არის, თუმცა ჯერ დაბეჯითებით ლაპარაკი ნაადრევია. დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული