ის, ბონდია!

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ თუ რა იყო, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა „ტოტენჰემმა“ ადგილობრივ „კაიზერ ჩიფსთან“ 1:0 წაგების შემდეგ პრესასთან სალაპარაკოდ ბონდი გაუშვა, კევინ ბონდი.

ის „დეზების“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის ერთ-ერთი ასისტენტი გახლავთ, „მანჩესტერ სიტიში“ ნათამაშები ყოფილი ფეხბურთელი. სხვა საკითხებთან ერთად, ბონდმა, 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის შესახებ ილაპარაკა:

„ვითარება, რასაკვირველია, რთულია. ლუკამ ყველაფერი კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივისთან უნდა გაარკვიოს. ჩვენც გაგვიგეთ, სეზონი რომ დაიწყება „სფურზის“ ხელმძღვანელებს ნავში ისეთი ხალხი დაგვჭირდება ერთი მიმართულებით და მთელი ძალით რომ მოუსვამენ
ნიჩბებს. ჯერჯერობით, ის ვიცით, რომ თავმჯდომარემ თქვა, მოდრიჩს არავითარ შემთხვევაში არ გავყიდიო“.

ხორვატი ვარსკვლავი „სფურზთან“ ერთად სამხრეთ აფრიკაშია, მაგრამ „კაიზერ ჩიფსთან“ შეხვედრაში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული