ეს უცნაური სლობოდანი

AutoSharing Option
იცით, ვინ არის სლობოდან რაიკოვიჩი? ის გახლავთ 22 წლის სერბი ფეხბურთელი, რომელიც უკვე ექვსი წელიწადია „ჩელსის“ საკუთრება გახლავთ, მაგრამ ფანებს მისი თამაში თვალით არ უნახავთ.

„ლურჯების“ ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში რაჯკოვიჩს იმედის თვალით უყურებს - მცველი მალაიზიაში წაიყვანა, სადაც გუნდი სეზონისწინა შეკრებას გაივლის და გულშემატკივარიც, ბოლოსდაბოლოს, სერბის თამაშს ნახავს. თუმცა, ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ერთი პრობლემა მაინც არსებობს - მას დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება არ აქვს. დასავლეთლონდონელები შეეცდებიან ეს ბიუროკრატული პრობლემა რამენაირად მოაგვარონ.

სხვათა შორის, „ჩელსიმ“ გასულ კვირას, პრესისა და გულშემატკივრისგან
დახურული ამხანაგური თამაში გამართა „უიკომბის“ წინააღმდეგ. „ლურჯებმა“ 3:0 მოიგეს და ერთი გოლი სწორედ რაიკოვიჩმა შეაგდო. ცნობისთვის: მისი ყიდვა „ლურჯებს“ 2005 წელს 4 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული