ეკლები იმავე ქალაქიდან

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ამიერიდან მის გუნდს ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ახალი ეკალბარდი დახვდება და ეს „მანჩესტერ სიტია“.

„იუნაიტედის“ სათავეში დგომის 25 წლის განმავლობაში ფერგიუსონს გზიდან „ლივერპულიც“ ჩამოუცილებია, „არსენალიცა“ და „ჩელსიც“,ისტლენდელები კი სიახლეა. არადა, ფერგი მისი გუნდისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად სწორედ „სიტის“ მიიჩნევს. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „სიტიმ“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო და ტოპ-ოთხეულშიც დამკვიდრდა: „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის დაიკავა ადგილი. ფერგიუსონი ამბობს:

„ამ სამი გუნდიდან ერთი, „სიტი“, ჩვენს თვალწინ, ბოლო წლებში ამოიზარდა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ
არც ისე დიდი ხნის წინ ისტლენდელები ქვედა ლიგაში გამოდიოდნენ და მათგან მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას არავინ ელოდა. სხვა მხრივ კი ჩვენ ყოველ წელიწადს „ლივერპულთან“, „არსენალთან“ და „ჩელსისთან“ გვიხდება ბრძოლა. ეს ტრადიციაა და ამას ვერაფერი შეცვლის“.

ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგება „სიტის“ საკუთარი თავის რწმენას გაუძლიერებდა და მომავალ სეზონში ეს გუნდი გასულ სეზონზე ძლიერად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ისტლენდელებს მანამდე 35 წლის მანძილზე არაფერი ჰქონდათ მოგებული.

„ამა თუ იმ ჯილდოს მოგება ყოველთვის ძალას გმატებს. გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი უფრო მშვიდი და თამამია, ფეხბურთელები გაცილებით ყოჩაღად თამაშობენ. ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ამიტომ, ახალ სეზონში, „სიტისგან“ დიდ კონკურენციას ველით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული