მოგვიანებით, თავად ბერბატოვმა მოყვა, რომ როდესაც ფერგიუსონის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ცრემლი ვერ შეიკავა, შემდეგ კი ტრიბუნაზე მაყურებლად ასვლა შერცხვა და გასახდელში მიიმალა, სადაც თამაშს ტელევიზორში უყურა. შეგახსენებთ კიდევ ერთ ამბავს: ბულგარელი გასული სეზონის პირველ ნახევარში საუცხოო
ასეთი სეზონის მიუხედავად, ბერბატოვი მანჩესტერში დაბრუნდა და, როგორც წერენ, ფერგიუსონს ვარჯიშებზე თავი მოაწონა. რას იტყოდა მწვრთნელი ბერბატოვს ტრანსფერი რომ მოეთხოვა? ეს კითხვა ფერგიუსონს ამერიკაში, „იუნაიტედის“ სეზონისწინა შეკრებაზე დაუსვეს. ფერგიმ უპასუხა:
„რასაკვირველია გავუგებდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის თქმა ყველაზე შეიძლება. ფინალში შვიდი თუ რვა ფეხბურთელი არ ვათამაშე. ვფიქრობ, ბერბატოვის საქმე კარგად წავა. ის ძალიან დიდი მონდომებით ვარჯიშობს და იმავდროულად შესანიშნავი პიროვნებაც არის.
მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ტურში ერთსა და იმავე შემადგენლობას არ ვათამაშებ. ასეთი რამ ბოლო სამ წელიწადში ერთადერთხელ გავაკეთე. მე მყავს გუნდი, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებებს იგებს და იმისათვის, რომ ეს ასე იყოს, გარკვეულ პრინციპს მივსდევ, რომელსაც არც მომავალში გადავუხვევ“.
შემდეგ, ფერგიუსონმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ისედაც იცოდა - ბერბატოვი 23 წლის მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის ეფექტურმა გამოჩენამ დაჩაგრა.
„ჩიჩარიტო ისეთ ფორმაში შევიდა, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო რეგულარულად არ მეთამაშებინა. ამან ყველაზე მეტად ბერბატოვს შეუშალა ხელი. მას უბრალოდ არ გაუმართლა, რადგან გუნდში ეს ბიჭი გამოჩნდა“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"