ეში ეშს ტვინს უხვრეტდა

AutoSharing Option
იცოდით, რომ „ასტონ ვილას“ 27 წლის თავდამსხმელის, დარენ ბენტის მეორე სახელი ეშლი იყო? იმავე გუნდის ყოფელ ფეხბურთელს, 26 წლის შემტევ ნახევარმცველ იანგს კი ეშლი პირველ სახელად ჰქვია. ჰოდა, სანამ იანგი „ვილადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადიოდა, ბენტი, თურმე, მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა, გთხოვ, დარჩი, არ წახვიდეო.

ინგლისის ნაკრების ფორვარდი აღნიშნავს, რომ ერთ ზაფხულში ორი „შეუცვლელი“ ფეხბურთელის, ეშლი იანგისა და სტიუარტ დაუნინგის გაყიდვა (დაუნინგი „ლივერპულში“ გადავიდა) „ვილასთვის“ მეტისმეტად დიდი დარტყმა იქნება.

„ეშს ყოველდღე ტვინს ვუბურღავდი. მესიჯს მესიჯზე ვუგზავნიდი, ხოლო, როდესაც ნაკრების ბაზაზე ვხვდებოდი, გვერდიდან
არ ვშორდებოდი. კვირების მანძილზე ვწერდი ერთსა და იმავეს: კიდევ ერთი წელიწადი, კიდევ ერთი წელიწადი... ეშისა და სტიუის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ორივენი ტოპ-ფეხბურთელები არიან, თუმცა, იმავდროულად მათიც ძალიან კარგად მესმის. ეშს მსოფლიოს უდიადესი კლუბი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟებოდა და უარის თქმა ძნელი იყო. მე მას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

იანგის წასვლა დიდი დანაკარგია, მაგრამ ამან ჩემზე, როგორც „ვილას“ ფეხბურთელზე ვერ იმოქმედა. აქ, ბირმინგემში თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული