ტანჯვა სახელად ტორესი

AutoSharing Option
„ჩელსის“ ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ არ დაუშვებს, 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ახალ სეზონშიც ტანჯვისა და კრიტიკის ობიექტად რომ იქცეს.

ტორესის თემა „ლურჯებისა“ და „მალაიზია XI“-ის ამხანაგური შეხვედრის შემდეგ წამოიჭრა. მოგეხსენებათ, დასავლეთლონდონელები სეზონისწინა შეკრებას შორეულ აღმოსავლეთში ატარებენ და სპარინგ-პარტნიორებსაც იქ პოულობენ. კუალა ლუმპურში გამართული თამაში „ჩელსიმ“ 1:0 მოიგო, ტორესმა კი კვლავ ვერაფრით გამოიჩინა თავი. სტატისტიკა მეტყველებს, რომ იანვრის მერე ანუ რაც „ლივერპულიდან“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 50 მილიონ ფუნტად გადავიდა, ტორესმა 18 შეხვედრაში ერთადერთი გოლ
ის გატანა მოახერხა, არადა, „ჩელსიმ“ ის სწორედ გოლებისთვის იყიდა. ვილაშ-ბოაშმა თქვა:

„ხალხი ტორესს სტანჯავს, ის საშინელი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ, მე კი ასე არ მოვიქცევი. ტორესზე დროის ხარჯვას არ ვაპირებ. არ გეთანხმებით, რომ მას საკუთარი ძალების რწმენა აკლია. ყოველთვის, როდესაც ამ თავდამსხმელს გოლი ვერ გააქვს, მის შესახებ მეკითხებიან. კი ბატონო, ვიცი, რომ მასში „ჩელსიმ“ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა რომელიმე ინდივიდუმის ათამაშება კი არ არის, გუნდის ათამაშებაა. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, ვინ გაიტანს. თან, ჯერჯერობით, სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებს ვატარებთ, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ჩელსიში“ ყველა ფეხბურთელი მონდომებით ვარჯიშობს, რათა კარგ ფორმაში იყოს და ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. თერთმეტ კაცში მხოლოდ ის მოხვდება, ვინც ვარჯიშზე გამოიჩენს თავს“.

ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში ტორესმა ორი დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მეორე ტაიმში ვილაშ-ბოაშმა ის დიდიე დროგბათი შეცვალა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ასე გავიდა: დროგბამ ჯარიმა დაარტყა, ბურთს მეკარე მიწვდა, მაგრამ მისი მოგერიებული იქვე მოედანზე დავარდა და უკან შეძვრა... ყოველ შემთხვევაში მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მსაჯი, ალბათ, მართალი იყო, თუმცა დროგბამ თქვა:

„ჩვენ გაგვიმართლა რომ მოვიგეთ და... არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი დარტყმის მერე ბურთმა ხაზი გადაკვეთა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ შეიძლება სტატიების კომენტარიზაცია გაამარტივოთ. მშვენიერი საიტია უბრალოდ კომენტარებს რო არ დებს ხალხი უმუღამოდ შემოვდივარ :დ
tornike
19:26 23-07-2011
0
კარგი საიტია, მაგრამ კომენტარიზაცია გაამარტივეთ. და ბევრი დატოვებს კომენტარს ისე უაზრობაა
tornike
19:27 23-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული