ფერგიუსონი: დე ხეას ამბავი ჯერ გადასაწყვეტია

AutoSharing Option
ხვალ, ჩიკაგოში, მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარს მადრიდის „ატლეტიკოსგან“ თითქმის 21 მილიონ ევროდ ნაყიდი, 20 წლის დავიდ დე ხეა დაიცავს. ეს ინგლისის ჩემპიონის მესამე შეხვედრა იქნება ამერიკულ ტურნეში. პირველ ორიში „იუნაიტედის“ კარში 27 წლის დანიელი ანდრეს ლინდეგარდი და 21 წლის ინგლისელი ბენ ამოსი იდგნენ.

მიმომხილველები წერენ, რომ ორივემ კარგად ითამაშა, ფერგიუსონმა კი დასძინა, რომ დე ხეასთვის მისი გუნდის მთავარი მეკარეობა ჯერ არავის მიუწოდებია. „იუნაიტედის“ შეფმა თქვა:

„რასაკვირველია, არჩევანს უპირველეს ყოვლისა დე ხეაზე შევაჩერებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის დანარჩენი
ორი მეკარე ფიქრობს, რომ ედვინ ვან დერ საარის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მათაც მიეცემათ „იუნაიტედის“ კარის დაცვის შანსი, ასე რომ, ჩემთვის საკითხი დახურული სულაც არ არის. ჩიკაგოში დე ხეას დავაყენებ, მაგრამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, სამივეს კარგად დავაკვირდები. ჯერ ვნახოთ, როგორ მოერგება დე ხეა ახალ გუნდს“.

ფერგიუსონმა მეკარეების თემის გარდა 24 წლის პორტუგალიელი გარემარბის, ნანის პერსპექტივაზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, გასული სეზონი ნანიმ შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ, შემდეგ, 25 წლის ეკვადორელმა ანტონიო ვალენსიამ წაართვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

„ნანი მუდმივად ვითარდება, - ბრძანა „იუნაიტედის“ შეფმა. - მომავალ სეზონში ის შეიძლება ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ წამყვან წევრად მოგვევლინოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული