"ლივერპული" "ჰალმა" შეარცხვინა

AutoSharing Option
კენი დალგლიშმა გულწრფელად თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, რაც „ჰალ სიტისა“ და მისი „ლივერპულის“ შეხვედრისას ნახა. „ჰალ სიტი“ ინგლისური „ჩემპიონშიპის“ მე-11 გუნდი გახლავთ და მან მრისხანე მერსისაიდელებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო.

„ლივერპულმა“ გვარიანად არეულ-შერეული შემადგენლობით ითამაშა, თუმცა ახალწვეულებს, 27 წლის სტიუარტ დაუნინგსა და 21 წლის ჯორდან ჰენდერსონს მაინც უკეთესად თამაშო მართებდათ.

დაუნინგი და ჰენდერსონი კიდევ ერთ ახალშენაძენთან, 25 წლის ჩარლი ადამთან ერთად იმ 11 კაცში იყვნენ, რომლებიც დალგლიშმა მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა. დალგლიშმა სასტარტოში არც ენდი ქეროლის, დირკ კუიტისა და ჯეი
სპირინგის დაყენება იჩქარა, ჯო კოულსა და ალბერტო აკვილანის კი ჯერ ვერ გაურკვევიათ სად უნდა ითამაშონ მომდევნო სეზონში.

„ჰალი“ 34 წუთში 2:0-ს იგებდა. დიდებული გოლები გაიტანეს რობერტ ბრეიდიმ და რობერტ კორენმა. „წითლების“ უსუსური დაცვა ჯეი სიმპსონმა შესვენების შემდეგ, მე-60 წუთზე დასაჯა. მატჩის შემდეგ დალგლიშმა თქვა:

„ეს სეზონისწინა შეხვედრა გახლდათ. ამხანაგურები იმიტომ არსებობს, რომ მოთამაშეებს შეცდომებზე მიუთითო. ისინი სწორედ ასეთი შეხვედრების დროს უნდა შევიდნენ კარგ ფორმაში. დღეს აშკარად დავინახე, რომ ჩემი გუნდი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელთაც სასწრაფო გამოსწორება სჭირდება. რად უნდა ლაპარაკი, რომ წაგებამ გული გვატკინა. დამარცხება მწარეა, რა მნიშვნელობა აქვს ამხანაგურია შეხვედრა თუ ოფიციალური, თუმცა ის, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მაინც გვამშვიდებს.

გუშინ, საგანგებოდ, დიდი დატვირთვით ვივარჯიშეთ. თითოეული ფეხბურთელი ცრა-ათი კილომეტრი ვარბენინე, ეს კი ის მანძილია, რომელსაც ისინი თამაშების დროს დარბიან. ამრიგად, გამოვიდა, რომ ბიჭებმა ორ დღეში თამაშნახევარი ჩაატარეს. გარდა ამისა, ჰალისკენ ამ დილით გამოვემგზავრეთ (მანძილი ლივერპულსა და ჰალს შორის 179 კილომეტრია), მაგრამ 3:0-ის წაგებას მაინც არ ველოდი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული