დაღმავალი კაცი

AutoSharing Option
29 წლის მეტ ტეილორმა „ბოლტონი“ დასტოვა და „ვესტ ჰემში“ გადავიდა, მაგრამ დაიბარა, ერთ წელიწადში ისევ პრემიერლიგაში მნახავთო. ტეილორმა ზუსტად იგივე გააკეთა, რაც „ნიუკასლის“ კაპიტანმა, კევინ ნოლანმა და „სტოკის“ მცველმა, აბდულა ფაიემ, რომელთაც თავიანთი პრემიერლიგის კლუბები დასტოვეს და ჩემპიონშიპში გავარდნილ „ჩაქუჩებს“ შეუერთდნენ.

ტეილორმა „ვესტ ჰემის“ ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა:

„შანსი მეძლევა ფეხბურთი ფანტასტიკურ კლუბში ვითამაშო. „ვესტ ჰემი“ უდიდესი წარსულისა და მემკვიდრეობის მქონე კლუბია. „აპტონ პარკზე“ გადასვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვიღებ და იმედი მაქვს, რომ აქ, რაიმე განსაკუთრებულს მივაღწევ.
„ვესტ ჰემში“ თამაში რომ მიხსენე, წუთით არ მიყოყმენია. ვგრძნობ, რომ გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში უნდა დავეხმარო. „ჩაქუჩები“ უმაღლეს დონეს რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდნენ“.

ტეილორის „აპტონ პარკზე“ გადაყვანის საქმეში უდიდესი როლი „ბოლტონის“ ყოფილმა თავკაცმა, სემ ელერდაისმა ითამაშა, რომელიც დღეს „ვესტ ჰემს“ უდგას სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული