„კაჭკაჭები“ ამერიკაში იყვნენ, საიდანაც დღეს ბრუნდებიან და პერდიუც, უპირველეს ყოვლისა, „პარი სენ ჟერმენიდან“ ერდინჩის 7 მილიონ ფუნტად (7,9 მილიონი ევრო) ყიდვის საქმეს მიხედავს. „ნიუკასლის“ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის აგენტებს ბოლოს და ბოლოს მოტეხავს, მაგრამ თუ ისინი ძველებურ „თამაშს“ განაგრძობენ, მაშინ პერდიუ ზურგს შეაქცევს და „დეზების“ ბოლო ხანს დაწუნებულ თავდამსხმელს
„არ მინდა ვინმეს რამეს დავპირდე, რადგან პირობის დადება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თავდამსხმელს დავიმატებთ. ბოლო დროს ჩვენი თამაშის სანახავად უამრავი ადამიანი მოვიდა და ყველამ ერთი და იგივე იკითხა: კი მაგრამ, გუნდს თავდამსხმელი არ უნდა ჰყავდეს? მინდა გითხრათ, რომ ფანები აბსოლუტურ სიმართლეს ამბობენ. მეც იმავეს ვამბობ, „ნიუკასლს“ კარგი თავდამსხმელი სჭირდება“.
ადრე პერდიუს იმავე „ტოტენჰემიდან“ პიტერ კრაუჩის ყიდვა უნდოდა, მაგრამ 30 წლის ვეტერანში 9 მილიონი ფუნტის გადახდა მეტისმეტი იქნებოდა. მეორე მხრივ კი „კაჭკაჭებს“ ფული აქვთ. მათ ხომ ინავარში „ლივერპულს“ 35 მილიონ ფუნტად ენდი ქეროლი მიჰყიდეს.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც „კაჭკაჭებს“ მიზანში ჰყავთ ამოღებული, „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველი სტივენ უორნოკია. უორნოკი 29 წლისაა და მის ყიდვას პერდიუ იმიტომ აპირებს, რომ ესპანელი ხოსე ენრიკე „აჯანყდა“ და „სენტ ჯეიმსი’ზ“ პარკიდან წასვლას აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"