აღარ მიგყავთ პარკერი?

AutoSharing Option
სემ ელერდაისმა ჰარი რედნაპს შეუთვალა, სკოტ პარკერის ყიდვა თუ გინდა, სჯობს ნუღარ გადასდებ და ფულს დროულად გამოდიო.

საქმე ის გახლავთ, რომ „ტოტენჰემის“ მწვრთნელს სატრანსფერო საქმეების ბოლო დღემდე გაჭიანურება უყვარს, ჩემპიონშიპში გავარდნილი „ჩაქუჩების“ თავკაცს კი ეს ხელს არ აძლევს.

ელერდაისმა თქვა: „ბოლოს გვიან იქნება. თუ ჰარის ან ვინმეს „ტოტენჰემიდან“ პარკერის თაობაზე დალაპარაკება უნდა, დროზე ქნას. გიმეორებთ, ძალიან არ დააყოვნოთ, თორემ ფეხბურთელს ვეღარ იყიდით“.

სკოტ პარკერი 30 წლის ნახევარმცველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული