„ჩელსი“, მოგეხსენებათ, ჰონკონგშია, სადაც ტორესს ჟურნალისტებმა კითხვები დააყარეს.
„ჯერ 27 წლის ვარ და კიდევ ბევრ გოლს გავიტან. არ დამვიწყებია, როგორ უნდა მოწინააღმდეგის კარში გოლის შეგდება. წელიწადის ამ დროისთვის მეც, ჩემი თანაგუნდელების მსგავსად, ნორმალურ ფორმაში ვარ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ სეზონის დაწყებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. უკვე ექვსი
ტორესს შეახსენეს, რომ ბოლო დროს გაზეთები მის შესახებ ცუდს წერენ.
„პრობლემა არ არის. თქვენ, ჟურნალისტები, თქვენს საქმეს აკეთებთ“.
საინტერესოა, რომ ეს ტორესის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას მერე, რაც იანვარში, „ჩელსიში“ გადასვლასთან დაკავშირებულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავმა, რომელსაც კვირაში 180 ათას ფუნტს უხდიან, „ლურჯების“ შემადგენლობაში, 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც წყალწაღებული „ვესტ ჰემის“ კარში. ტორესის შესახებ ლაპარაკი ახალი ძალით ამ ზაფხულშიც წამოიწყეს. მიზეზი: აზიაში, სეზონისწინა შეკრებაზე, ესპანელმა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო.
მავანმა ჰონკონგელმა ჟურნალისტმა ტორესი უკრაინელ ვარსკვლავ ანდრეი შევჩენკოს შეადარა. შევჩენკო „მილანიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან ამოვარდა და მას მერე დიდ სიმაღლეებზე აღარც დაბრუნებულა.
„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ თავისი თავდამსხმელი დაიცვა:
„ნანდოს უსამართლოდ ეპყრობიან. მას არასდროს დაუმალავს, რომ შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ უკვალოდ არ გაუარა. როდესაც ის „ჩელსიში“ გადმოდიოდა, ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცოდით. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ერთი სული აქვს პრემიერლიგაში გოლების გატანა კვლავ დაიწყოს. მას ინგლისის ჩემპიონობა უნდა და ჩვენთან ამიტომ გადმოვიდა. „ლივერპულთან“ ერთად ის ამას ვერ ახერხებდა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"