გაზეთმა ვალენსიელი მატას მეგობრებისგენ შეიტყო, რომ გარემარბს თავისი „არსენალში“ გადასვლის საქმე უკვე გადაწყვეტილ ამბად მიაჩნია. „სანი“ წერს, რომ „მეთოფეები“ „ღამურებს“ მატას სანაცვლოდ 19 მილიონ ფუნტს ანუ 21,74 ევროს გადაუხდიან.
რაც შეეხება „არსენალისა“ და „ევერტონის“ ურთიერთობას, ლივერპულის გუნდმა „არსენალის“ პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. ინგლისურ წყაროებში
საინტერესოა, რომ დღემდე „არსენალის“ სატრანსფერო რეკორდი 12 მილიონი ფუნტია - ეს თანხა „მეთოფეებმა“ 2009 წელს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ანდრეი არშავინში გადაუხადეს. შესაბამისად, როგორც მატას ასევე ჯეგიელკას ტრანსფერი ჩრდილოლონდონელთათვის, სავარაუდოდ, სარეკორდო იქნება.
გაზეთი წერს, რომ მატას ხელში ჩაგდება „არსენალისთვის“ ძალიან კარგი სვლა იქნება, რადგან, ბოლო წამს „მტაცებლური ოპერაციების ჩატარება“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უყვარს არ არის გამორიცხული ამას ამზადებდეს კიდეც.
ჯეგიელკა კი „ემირეიტ სთედიუმზე“ ოთხწლიან კონტრაქტს და კვირაში 100 ათაფ ფუნტს ითხოვს.
და კიდევ ერთი ცნობა „არსენალის“ ბანაკიდან: 23 წლის დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ამ კვირაში, ალბათ, ლისაბონის „სპორტინგში“ გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"