„ლურჯების“ ფრანგი ლეგენდა დარწმუნებულია, რომ 33 წლის თავკაცის თუნდაც ერთი შეცდომა ან სისუსტე, საკმარისი იქნება ვეტერანების ნდობის დასაკარგავად. საკმაოდ თამამ ინტერვიუში დესაიმ ისიც თქვა, რომ დასავლეთლონდონელთა კლუბის ფეხბურთელები ფერნანდო ტორესს გუნდთან შერწმასა და გოლების გატანაში არ ეხმარებიან, ფრენკ ლემპარდი კი მისი აზრით გუნდური სულისკვეთების მქონე ფეხბურთელი არ არის.
და კიდევ: ლუკა მოდრიჩი „ჩელსის“ დონეს ვერ აკმაყოფილებს...
დაგვეთანხმებით, ძნელია მოძებნო დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც
„ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, რომელსაც ზურგს „პორტუში“ მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება უმაგრებს, გუნდი, რომელშიც წარმატებული და ტიტულიანი ფეხბურთელები თამაშობენ, შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს. ჩემს თავზე გეტყვით. დღეს, მე, მსოფლიოს ჩემპიონი, ისევ ფეხბურთელი რომ ვიყო, ახალი მწვრთნელისგან მკაფიო იდეებს, გასაგებ ვარჯიშებს და შეცვლებისა და ტაქტიკისადმი ნათელ დამოკიდებულებას მოვითხოვდი. გარწმუნებთ, საკმარისია ვილაშ-ბოაშმა შეცდომები დაუშვას, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელები ზურგს აქცევენ. ისინი ჩათვლიან, რომ სათავეში ჩაუყენეს კაცი, რომელიც მათი დონის მოთამაშეების გასაწვრთნელად მზად არ არის. ერთი სიტყვით, პორტუგალიელს დიდი სიფრთხილე მართებს. მან საქმეები ძალიან ჭკვიანურად უნდა წარმართოს, თორემ ცუდად წაუვა საქმეები. ასაკი უშლის ხელს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას თუ როგორ დაიწყებს „ჩელსი“ ახალ სეზონს. თუ ფეხი დაუცდება, როგორც გასულ სეზონში „ლივერპულს“ მოუვიდა, ფეხბურთელები მწვრთნელის ნდობას დაკარგავენ, რასაც ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვება. მე ვილაშ-ბოაშს პრეს-კონფერენციებზე დავაკვირდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის უკვე გაღიზიანებულია. საბედნიეროდ, ის იდეებით სავსე, ამბიციური ადამიანია. მან ფეხბურთელები უნდა მოთოკოს. თქვენ გგონიათ ჟოზე მოურინიოს არ ჰქონდა პრობლემები? ცალკეულ ადამიანებთან უამრავი ბრძოლა გადახდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ფეხბურთელები ჟოზეს უდიდეს პატივს სცემდნენ. მან ისინი ერთ გუნდად შეკრა და ჩაუნერგა, რომ მთელი სამყაროს წინააღმდეგ მარტონი არიან სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში. მერედა, მოურინიოს ვარჯიშები უნდა გენახათ. ეს დიდებული იყო, მას ბადალი არ ჰყავს. და დღეს, „ჩელსის“ ახლგაზრდა თავკაცს სწორედ ამ ტიპის გამოწვევები ელის. მან ვარჯიშებზე უნდა დაუმტკიცოს ფეხბურთელებს, რომ ასაკის მიუხედავად სათანადო სიმაღლეზეა“.
დესაი იხსენებს, როგორ დაჩაგრეს „ჩელსის“ ფეხბურთელებმა 2004 წელს კლაუდიო რანიერი. ფრანგის თქმით, რანიერის მსგავსად ვილას-ბოასსაც ბევრ პრობლემასთან მოუწევს შეჭიდება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფერნანდო ტორესია. მოგეხსენებათ, 27 წლის ესპანელი იანვარში „ჩელსიმ“ „ლივერპულისგან“ 50 მილიონად იყიდა და... მას მერე საკუთარი თავის ჩრდილიღაა.
დესაიმ დასძინა: „ტორესი ვილაშ-ბოაშისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამ თავდამსხმელს ფიზიკური და მენტალური სირთულეები აქვს. პრობლემები, რომლებიც ტორესს „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ აღმოაჩნდა ძალიან ჰგავს ანდრეი შევჩენკოს პრობლემებს. გუნდი მას არ ეხმარება, პასს უგვიანებენ. მაგალითად, ფრენკ ლემპარდი ჩინებული ფეხბურთელი და ჩემი მეგობარია, მაგრამ პასს დროულად პასს არასდროს მოგაწვდის. მას ბურთი დააქვს და მერე ისეთ პოზიციაში მყოფ ფეხბურთელს გადაუგდებს, რომელიც იძულებულია მასვე დაუბრუნებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ საგოლე პოზიციაზე გავიდეს, დაარტყას და გოლი თავად გაიტანოს. ლემპარდი გუნდს არ ათამაშებს, ტორესს კი დროული პასი სჭირდება, წამებში მოზომილი.
ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, „ჩელსის“ გამთამაშებელი სჭირდება. ვიცი, რომ ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ლუკა მოდრიჩზე, მაგრამ მოდრიჩი „ჩელსისთვის“ ძალიან მჩატეწონოსანია. ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ დიდებული ნამდვილად არ გახლავთ. „ჩელსი“ ვესლი სნეიდერის დონის ფეხბურთელებს უნდა ყიდულობდეს. „ლურჯები“ „ბარსელონას“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „მილანს“ უნდა უსწორდეს და არა „ტოტენჰემს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"