"ჩელსის" 33 წლის ვარსკვლავს ეროვნული გუნდის შეკრებებსა და შეხვედრებზე, რასაკვირველია, გამოიძახებენ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს უნდა გამოეთხოვოს. ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრების მაისურით 86 მატჩი აქვს ჩატარებული, 10 აგვისტოს, ჰოლანდიასთან სათამაშოდ, კვლავ უხმობენ, მაგრამ, "დეილი მეილი" გვარწმუნებს, რომ ის თერთმეტ კაცში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ 19 წლის ჯეკ უილშირი და 30 წლის სკოტ პარკერი დაშავდებიან.
ინგლისელთა იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო საჯაროდ ლემპარდის ქება-დიდებას განაგრძობს, მაგრამ აშკარაა, რომ მისი აზრით ვეტერანი
გეხსომეBათ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს, წლების განმავლობაში აწუხებდათ გადაუჭრელი პრობლემა, როგორ ათამაშონ ერთად ლემპარდი და ჯერარდი. ამიერიდან ეს პრობლემა გადაწყვეტილია -დრომ გადაჭრა. დღეიდან ინგლისელთა ნახევარდაცვის მთავარი ფიგურა იქნება ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში მხოლოდ ხუთი თამაში აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ პარკერს. ის, ლემპარდისა არ იყოს, 30 წელს არის გადაცილებული, მაგრამ როგორც ჩანს, უილშირს მოედანზე სხვებზე უკეთ უგებს. თურმე, როდესაც უილშირი უტევს, ზურგში მოშიშვლებულ სივრცეებს პარკერი ლემპარდზე გაცილებით უკეთ ავსებს და აზღვევს.
გავიხსენოთ ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრა, რომელიც ივნისში გაიმართა. იმ შეხვედრაში ლემპარდმა გოლი გაიტანა, მაგრამ კაპელომ ის მაინც შეცვალა. იმ დღეს მის ნაცვლად მოედანზე ეშლი იანგი შევიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის იანგიც უფრო საიმედო და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ვიდრე ლემპარდი.
იანგზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ მას ახალ ფორმაციაში, ალბათ, მარცხენა ფრთაზე ვიხილავთ, მაგრამ სამომავლოდ კაპელოს ის მაინც თავდამსხმელის უკან წარმოუდგენია. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ლემპარდის შანსი კიდევ უფრო მცირდება: მას ხომ შუიდან შეჭრა, თავდასხმაში ჩართვა უყვარს, ეს ტერიტორია კი იანგს ექნება დაკავებული.
რასაკვირველია, მუდმივად იქნება შანსი იმისა, რომ სხვა ფეხბურთელები დაშავდებიან ან ცუდ ფორმაში იქნებიან და ლემპარდი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება, მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი: განა ასეთი რამ ხშირად მოხდება? ასეთი დღეების ლოდინი "ჩელსის" მრავლისმნახველ ვეტერანს იქნებ მობეზრდეს კიდეც და სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ლემპარდმა პოზიციები უნდა დათმოს: კაპელო, უილშირის გარდა, ნაკრებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს, 19 წლის ფილ ჯონსს იწვევს და ჰოლანდიასთან მოედანზეც შეუშვებს. ეს ჯონსის დებიუტი იქნება ეროვნულ გუნდში.
დიახ, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა, რომელიც "ოლდ ტრეფორდზე" "ბლექბერნიდან" 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, ჰოლანდიასთან ითამაშებს. ცნობისათვის: ჯონსი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ინგლისის 21 წლამდელთა გუნდში, რომელმაც ივნისის დასაწყისში, დანიაში, ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში უფერულად ითამაშა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კაპელომ ჯონსი მის მანჩესტერელ თანაგუნდელს, 21 წლის კრის სმოლინგს ამჯობინა. რატომ? სმოლინგზე ამბობენ, რომ ბურთის ფლობაში პრობლემები აქვს, ჯონსი კი უმაღლესი დონის ფეხბურთის სათამაშოდ უკეთ არის მზად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"