გახსოვთ, როგორ იყო? საფრანგეთის (იმავე საქართველოს) ჯგუფს ერთი გუნდიღა აკლდა, უძლიერესთა კალათიდან, კალათაში კი ინგლისი და ესპანეთი იყვნენ დარჩენილი. ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ მინის ჭურჭელში ხელი ჩაჰყო და... ინგლისი საფრანგეთთან თამაშს გადაარჩინა. შესაბამისად, ინგლისელებს ასეთი ჯგუფი ერგოთ: ინგლისი, ჩერნოგორია, პოლონეთი, მოლდოვა, სან მარინო.
ახლა, მოდი
"როგორც ყოველთვის, ისეთი ჯგუფი გვერგო. რამდენიმე სახიფათო გასვლა გველის, თუმცა, ზოგადად რომ გადავხედოთ, წესით პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ".
ინგლისური ასოციაციის ფეხბურთის განვითარების დირექტორი ტრევორ ბრუკინგი: "ყველა ჯგუფს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ჩვენი ჯგუფი სრულიად მისაღებია".
მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ინგლისელთა დღევანდელი თავკაცი, ფაბიო კაპელო, რომელიც ერთი წლის შემდეგ თანამდებობაზე აღარ იქნება, "მემკვიდრეს" აფრთხილებს, რომ ამ ჯგუფიდან გასვლა იოლი ამოცანაც არ უნდა ეგონოს.
"არავინ იფიქროს, რომ ინგლისს კენჭისყრაში გაუმართლა. გუნდი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ყოველი შეხვედრა ისე ითამაშოს, გეგონება ფინალია. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს უკვე შემდეგი მწვრთნელის ამოცანაა, მე კი, ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძვი.
და მაინც, ორიოდ სიტყვით მომავალი მეტოქეების შესახებ: ჩერნოგორიას ინგლისი ძალიან კარგად იცნობს. პოლონეთი პროგრესის გზას ადგას და ინგლისის ნაკრებთან სათამაშოდ მოედანზე სრული მობილიზებით გავა. რაც შეეხება უკრაინას, მახსოვს, ამ გუნდმა სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების წინ, ბოლო შეხვედრაში მოგვიგო. მოლდოვა და სან მარინო კი დანარჩენებზე სუსტები არიან".
შემდეგ კაპელომ უფრო ზოგადად ილაპარაკა. იტალიელმა თქვა, რომ ინგლისის ნაკრებს ნათელი მომავალი ელის, რადგან ჩინებული მომავალი თაობა ეზრდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა გვეზრდება და მომავალ?ი ისინი დიდ როლს ითამაშებენ. კიდევ სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მეტად და მეტად გამოჩნდება თავისი გუნდის შემადგენლობაში. მაგალითად, კიერან გიბზს "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში ველით უფრო ხშირად, ჯეკ უილშირზე ლაპარაკი ზედმეტია, ის ნაკრების მომავალია, "ლივერპულში" კი ჯორდან ჰენდერსონი და ენდი ქეროლი მიიღებენ გამოცდილებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"