ტორესმა გოლი გაიტანა!

AutoSharing Option
"ბარკლაის" აზიის თასი "ჩელსიმ" მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა "ასტონ ვილას" აჯობეს 2:0. მანამდე, ნახერფინალში, "ლურჯებმა" ჰონკონგის "კიტჩის" მოუგეს 4:0, "ვილამ" კი "ბლექბერნს" 1:0 სძლია.

დასავლეთლონდონელთა და ბირმინგემელთა თამაში კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ ნავსი გატყდა და როგორც იქნა გოლი გაიტანა ფერნანდო ტორესმა. 27 წლის ესპანელი ფორვარდი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორე ნახევარში კი მოედანზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა. "ლურჯების" პირველი გოლი კი 35-ე წამზე (!) ჯოშ მაკეჩრანმა შეაგდო. მატჩის შემდეგ, "ჩელსის" გახარებულმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა:

"ასეთი
პროფესიონალიზმი, თავდადება და მოწადინება ადრე არსად მინახავს. აზიური ტურნეს განმავლობაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა გამაოცეს. განა ადვილია, შინიდან ასე შორს გამოემგზავრო და ფრიად რთულ კლიმატურ პირობებში ვარჯიშისა და თამაშის ხალისი შეინარჩუნო? ამის დანახვა ჩემთვის უდიდესი სტიმული და სიამოვნება იყო.

ახალ სეზონში ჩვენი მთავარი ამოცანა სახიფათო მომენტების შექმნა იქნება. ჩვენ უწინდელზე გაცილებით შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. გვინდა ბურთს მეტოქეებზე მეტხანს ვფლობდეთ და დღეს, "ასტონ ვილასთან" ეს შევძელით. კიდევ, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ბირმინგემელები საკმაოდ აგრესიულად გვეთამაშნენ. დასახული ამოცანა პირველსავე ტაიმში შესანიშნავად შევასრულეთ, ხოლო მეორე ტაიმი კიდევ უკეთესი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული