"არსენალს" დაცვაში პრობლემები აქვს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ არსენ ვენგერს დიდი კრიტიკა და ზეწოლა ელის. "არსენალის" დაცვამ ისეთი შეცდომები დაუშვა, რომ კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა: ბოლოს და ბოლოს არ აპირებს ეს კაცი სატრანსფერო ბაზარზე გასვლას და ახალი ფეხბურთელების ყიდვას?

"ემირეიტის თასზე" ბუენოს აირესის გუნდს ორივე გოლი ჩრდილოლონდონელთა ცენტრალურმა მცველებმა გაატანინეს. პირველი შეცდომა 30 წლის სებასტიან სკოლაჩიმ დაუშვა, მეორე კი 24 წლის იოან დჯურუმ. თან, მანამდე "მეთოფეები" რობინ ვან პერსისა და აარონ რემსის გოლებით 2:0-ს იგებდნენ.

თუმცა, ჯიუტი ვენგერი ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ
ეს დამარცხება რაიმეს მიმანიშნებელი ან შემაშფოთებელი იყო. ის სეზონისწინა შეხვედრებს, თითქოსდა, არც კი აქცევს ყურადღებას.

"მოდი, დავწყნარდეთ - თქვა ვენგერმა - თუ თქვენ სეზონის დაწყებამდე კრიზისის დაწყება გინდათ, სხვა ამბავია, მაგრამ მე ეს ზედმეტად მიმაჩნია. გოლების გაშვება არავის უნდა და იმას, რაც "ბოკა ხუნიორსთან" შეხვედრაში მოხდა, ზედმეტ მნიშვნელობას ნამდვილად არ მივანიჭებ. რასაკვირველია, იმთავითვე ვიცოდი, რომ მეორე ტაიმი პირველზე რთული იქნებოდა. მოწინააღმდეგემ კონტრშეტევაზე გამოგვიჭირა, რადგან მართალია 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ შეტევა არ შეგვიწყვეტია და უპირატესობის შენარჩუნებაზე არ გადავსულვართ. ძალიან მომეწონა როგორ ვიბრძოდით დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად. აი, სტანდარტულებს კი მთლად კარგად ვერ ვასრულებდით".
"ბოკას" ფეხბურთელთაგან თავი ლუკას ვიატრიმ და პაბლო მოუჩემ გამოიჩინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული