თავიდან დაიწყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "არსენალს" ფრანგი სამირ ნასრის სანაცვლოდ 22 მილიონ ფუნტს სთავაზობს-ვაჭრობა, რომელიც ყველას დამთავრებული ეგონა თავიდან დაიწყო. ისტლენდელებთან დაახლოვებული წყაროები ამბობენ, რომ ეს ბოლო იერიში იქნება. "სიტის" დირექტორებმა 24 წლის შემტევი ნახევარმცველის შესაძენად "შტურმი" მოაწყვეს. პრინციპი ასეთი გახლდათ: ან ახლავე მოდიხარ, ან თავს განებეთ!

"სანი" წერს, რომ "არსენალის" ბანაკში მღელვარებაა. როგორც არსენ ვენგერისთვის ასევე კლუბის სხვა ხელმძღვანელებისთვის ნათელი გახდა, რომ ნასრი დაკარგულია. ისინი "ეკლებზე მჯდომ" ვარსკვლავს "ემირეით სტედიუმზე" ვეღარ აბამენ. პროცესი სავარაუდოდ დაჩქარდება, რათა ნასრიმ შაბათს, "ქომუნითი შილდის" შეხვედრაში თამაში
მოასწროს. შეგახსენებთ, "ქომუნითი შილდი" ინგლისის სუპერთასია, რომლისთვისაც წლეულს მანჩესტერული გუნდები, ჩემპიონი "იუნაიტედი" და ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი "სიტი" ხვდებიან ერთმანეთს.

ცნობისთვის: ნასრი "სიტიში" კვირაში 125 ათას ფუნტს მიიღებს. ეს მხოლოდ 10 ათასით მეტია იმ ხელფასზე, რომელსაც მას კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში "არსენალი" შესთავაზებდა ან "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუნიშნავდა "ოლდ ტრეფორდზე" რომ გადასულიყო.

არსენალელთა შესახებ კიდევ აი, რისი თქმა შეგვიძლია: დანიელ თავდამსხლმელს, 23 წლის ნიკლას ბენდტნერს პრემიერლიგაში დარჩენის შანსი მიეცა. ფორვარდს გასულ კვირაში ლისაბონის "სპორტინგი" ეპატიჟებოდა და ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონელებს 9 მილიონ ფუნტს ანუ 10,23 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ საქმეში "სტოკ სიტი" და მისი მწვრთნელი ტონი პულისი ჩაერივნენ.

რამდენადაც "დეილი მეილისთვის" გახდა ცნობილი, გაიგო რა სტოკელთა დაინტერესების ამბავი, ბენდტნერმა პორტუგალიაში გადასვლის საქმე შეანელა და თავის აგენტებს პულისის წინადადებაში კარგად გარკვევა სთხოვა. დანიელს პრემიერლიგაში ურჩევნია დარჩენა.

ცნობისათვის: ბენდტნერს "არსენალი" კვირაში 52 ათას ფუნტს უხდის. ფეხბურთელი მზად არის "სტოკში" გადასვლის ეშხით ამ ხელფასზე უარი თქვას და ნაკლებ გასამრჯელოს დაყაბულდეს.

მეორე ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც პულისი ვარაუდობს, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" 30 წლის ფორვარდი პიტერ კრაუჩია, მაგრამ ის უკვე ასაკოვანია და იგივე ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული