ტურე ამბობს, რომ მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დამთავრდება "ქომუნითი შილდის" შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სწორედ მანჩესტერული გუნდები დაუპირისპირდებიან. "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა კარგად იცის როგორი გემო აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას -გასულ სეზონში, "უემბლიზე", ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონს სწორედ მან გაუტანა გოლი. ტურემ თქვა:
"უემბლიზე უკვე ორი
პრემიერლიგის მომავალი სეზონი ძალიან დაძაბული იქნება. "მანჩესტერ სიტი" კიდევ უფრო გაძლიერდება და ვფიქრობ, დიდ შედეგებსაც მიაღწევს. ამ ეტაპზე კი მთავარია, სეზონის დასაწყისშივე მკაფიოდ და რიხიანად გამოვაცხადოთ ჩვენს შესახებ".
ტურე ძალიან კმაყოფილია, რომ ისტლენდელებმა მადრიდის "ატლეტიკოსგან" 23 წლის სერხიო აგუერო იყიდეს. მოგეხსენებათ, აგუეროს დებიუტიც "ქომუნითი შილდზე" უნდა შედგეს.
"ძალიან კარგია, რომ კლუბი ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობს, ძველი მოთამაშეები კი საუკეთესო ფორმას იბრუნებენ -თქვა ტურემ -აგუერო დავიმატეთ, ედინ ჯეკო კი შესანიშნავად ათამაშდა. აგუერო დიდებული ფეხბურთელია. ის ძალიან სწრაფი და ჭკვიანია. გარდა ამისა, შეგვიძლია შემადგენლობას გადავხედოთ და დავინახავთ, რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. "სიტი" შესანიშნავად დაბალანსებული გუნდია".
კოტ დ"ივუარელ ფეხბურთელს შარშანდელი ნათქვამი შეახსენეს. შარშან მან თქვა, რომ "მანჩესტერ სიტი" ისეთივე ძლიერი გახდება, როგორიც "ბარსელონაა". ტურემ უკან არ დაიხია:
"მე ვთქვი, რომ ერთ მშვენიერ დღეს "სიტის" შეუძლია ისეთივე ძლიერი გუნდი გახდეს, როგორიც "ბარსელონაა". სხვათაშორის, ეს მანამდე ვთქვი, სანამ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებდა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდებოდა, მაგრამ ჩემი ნათქვამი უკან არ მიმაქვს. რასაკვირველია, ევროპის საუკეთესო გუნდობამდე ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მიზანი არჩეულია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"