მოგეხსენებათ, რომ ფაბრეგასი და ნასრი ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლას ითხოვენ. ორივე ფეხბურთელი 24 წლის არის. ფაბრეგასი მშობლიურ "ბარსელონაში" გადასვლას ცდილობს, ნასრის კი "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ეპატიჟებიან.
დღეს "არსენალს" "ღია კარის დღე" აქვს - გულშემატკივრები "ემირეით სთედიუმზე" ვარჯიშს დაესწრებიან, ფოტოგრაფებს კი საქმე არ მოაკლდებათ. საინტერესოა, რომ "მეთოფეებმა" შესაძლოა ორი ფოტოც კი გადაიღონ. ერთში ის ფეხბურთელებიც მოხვდებიან, რომელთაც გუნდიდან წასვლა აქვთ გადაწყვეტილი, მეორეში კი
"მეთოფეთა" კაპიტან ფაბრეგასს ამ ზაფხულში ჩრდილოლონდონელთა არც ერთ ამხანაგურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. მიზეზად ესპანელი ვარსკვლავი თეძოს ტკივილს ასახელებს. დანამდვილებით ძნელია თქმა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილს ტრავმა მართლა აწუხებს თუ ეს მიზეზი გამალებული ვაჭრობის დასაფარავად მოიგონეს. მიმომხილველების ვარაუდით "არსენალი" შიშობს, რომ კატალონიელები სატრანსფერი სეზონის ბოლომდე დაიცდიან და ბოლო იერიშს 31 აგვისტოს განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს "მეთოფეებმა" უკვე ორი უარი შეუთვალეს. მიზეზი: ორივეჯერ "ბარსა" 40 მილიონ ფუნტზე ნაკლებს სთავაზობდა. 40 მილიონი ფუნტი დღევანდელი კურსით 45,9 მილიონი ევროა.
რაც შეეხება ჩრდილოლონდონელთა 19 წლის ნახევარმცველ ჯეკ უილშირს, მას, მოგეხსენებათ, ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, "ნიუ იორკ რედ ბულზთან" ფეხი ეტკინა და მოედნიდან გაიყვანეს. ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ამბობს, რომ დღეს მას კოჭზე ანთება აქვს და რამდენიმე დღეში კარგად იქნება.
"სკანირებამ ანთებითი პროცესი აჩვენა. იმედი მაქვს, რომ ის, რამდენიმე დღეში ჩაცხრება".
სავარაუდოდ, უილშირი შაბათს, "ბენფიკასთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ინგლისის ნაკრების ქომაგები არც შემდეგ შაბათს, "უემბლიზე", ჰოლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა ელოდონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"