დავიდ სილვა კარლოს ტევესს მოუთმენლად ელის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ესპანელი ფორვარდი დავიდ სილვა არგენტინელ თანაგუნდელს, 27 წლის კარლოს ტევესს მოუთმენლად ელის და ამბობს, რომ ისტლენდზე მის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად და სიხარულით ელოდება. ფორვარდი, რომელიც რა ხანია "სიტიდან" სხვაგან გადასვლას ლამობს, მაგრამ არაფერი გამოუდის, ქერინკტონის საწვრთნელ ბაზაზე წესით დღეს უნდა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ტევესი მანჩესტერიდან წასვლის მიზეზად ოჯახურ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, ცოლ-შვილი ინგლისში ცხოვრებას ვერ ეგუება, ის კი შვილებისგან შორს ვერ ძლებს. ზაფხულის წინა ორ თვეში იყო ლაპარაკი, თითქოს ტევესი ბრაზილიურ "კორინთიანსში" ან "ინტერში" გადადიოდა,
მაგრამ ორივე ტრანსფერი ჩაიშალა. დღეს სილვა ნატრულობს, არგენტინელმა გადაწყვეტილება შეცვალოს და "ეტიჰედ სთედიუმზე" დარჩეს.

"კარლოსი უნდა დაბრუნდეს და ეს დიდებულია. ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. არა მგონია დარჩენის შემთხვევაში მას რაიმე პრობლემა შეექმნას. "სიტიში" კარლოსს ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ და თუ დარჩება ძალიან კმაყოფილები დავრჩებით.
ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი დანარჩენებს წარმატებას უსურვებს. ტევესის დაბრუნება ამ მხრივაც ძალიან მოუხდება "სიტის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული